„თბილისობა 2026“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა
20:55 04.10.2026 (განახლებულია: 20:58 04.10.2026)
გამოწერა
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება „თბილისობის" დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულის დასკვნით დღეს მთაწმინდაზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.
„მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 32 საპატიო თბილისელს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.
თბილისის საპატიო მოქალაქეების გახდნენ:
1.
დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;2.
ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;3.
დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი;4.
რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;5.
ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;6.
თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;7.
ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;8.
ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;9.
რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;10.
ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი;11.
რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;12.
რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;13.
ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;14.
ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი;15.
იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი;16.
გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი;17.
მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი;18.
მურმან გელენიძე - მხატვარი;19.
მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი;20.
ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი;21.
გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი;22.
ტარიელ ონაშვილი - მომღერალი;23.
ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი;24.
ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი;25.
ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;26.
იური ოსიპოვი - მოფარიკავე;27.
ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი;28.
გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;29.
ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი;30.
კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;31.
გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;32.
ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.„თბილისობას“ 1979 წლიდან აღნიშნავენ. ეს დღესასწაული არ გამართულა თბილისისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს - 1989-1994 წლებში, თუმცა შემდგომში ტრადიცია აღდგა და ახლა თბილისელებმა უკვე იციან, თუ „თბილისობა“ არის, ესე იგი ყველაფერი კარგად არის.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ უქმეებზე, და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
