https://sputnik-georgia.com/20261004/sapatio-tbiliselebis-dajildoebis-goniszieba-gaimarteba-300963432.html
„თბილისობის" მთავარი ღონისძიება საპატიო თბილისელების დაჯილდოება 20:00 საათზე გაიმართება
„თბილისობის" მთავარი ღონისძიება საპატიო თბილისელების დაჯილდოება 20:00 საათზე გაიმართება
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში 3-4 ოქტომბერს „თბილისობა 2026“ იმართება 04.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-04T12:14+0400
2026-10-04T12:14+0400
2026-10-04T12:14+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/06/290213644_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_9042c3fb1ab2db9022809b55a8f5777a.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისობის დღესასწაულის მთავარი ღონისძიება - საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია 4 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება, იუწყება დედაქალაქის მერია. საქართველოს დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა-2026“ 3-4 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. მთავარ ღონისძიებებს რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი მასპინძლობს.დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობს. უწყების ცნობით, დღესასწაულის სტუმრებს სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები ელოდება. დედაქალაქი სახალხო ზეიმისთვის განსაკუთრებულადაა მორთული.ამასთან, დღის განმავლობაში, იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/06/290213644_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_bfbc6574f1fd4a2dcbd3e41851f383dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„თბილისობის" მთავარი ღონისძიება საპატიო თბილისელების დაჯილდოება 20:00 საათზე გაიმართება
საქართველოს დედაქალაქში 3-4 ოქტომბერს „თბილისობა 2026“ იმართება
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისობის დღესასწაულის მთავარი ღონისძიება - საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია 4 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება, იუწყება დედაქალაქის მერია.
სახალხო დღესასწაული „თბილისობა-2026“ 3-4 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. მთავარ ღონისძიებებს რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი მასპინძლობს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობს.
უწყების ცნობით, დღესასწაულის სტუმრებს სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები
ელოდება. დედაქალაქი სახალხო ზეიმისთვის განსაკუთრებულადაა მორთული.
„ყველა ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდა სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი“,-აღნიშულია ინფორმაციაში.
ამასთან, დღის განმავლობაში, იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.