ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

© courtesy of Roads Department of Georgiaდათოვლილი თუშეთი
დათოვლილი თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ინტენსიური თოვა და ლიპყინულია.
თბილისი, 4 ოქტ — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 22-72 კმ მონაკვეთზე უამინდობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ინტენსიური თოვა და ლიპყინულია.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზა თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო მარშრუტს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0