კალაძე: ვულოცავ „თბილისობას“ დედაქალაქის მოსახლეობას

© photo: Sputnik / Stringer„თბილისობა"
„თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
„თბილისობის" დღესასწაულის მთავარი ღონისძიება - საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია 4 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და მოსახლეობას დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.
სახალხო დღესასწაული „თბილისობა-2026“ 3-4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნება. მთავარ ღონისძიებებს რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი მასპინძლობს.
„მინდა, „თბილისობა“ მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. ხ მიხარია, რომ კარგი განწყობა, სასიამოვნო სიტუაციაა ირგვლივ. ყველას გილოცავთ! წარმატებები მინდა ვუსურვო სრულიად საქართველო, პირველ რიგში, მშვიდობა და სიხარული არ მოგკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ასევე ყველას, ვინც ესწრება თბილისობის დღესასწაულს.
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვან სადღესასწაულო გასართობ და მუსიკალურ ღონისძიებებს რიყის პარკისა და ორბელიანის მოედანთან ერთად, გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობს. დღესასწაულის მთავარი ღონისძიება - საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია კი 20:00 საათზე გაიმართება.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0