საკმაოდ იოლი არჩევნები იყო: პრემიერი შუალედურ არჩევნებზე

© CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 2-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელომ“ მიიღო.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიისთვის საკმაოდ იოლი არჩევნები იყო, რადგანაც „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 2-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელომ“ მიიღო.
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1.136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06 პროცენტს შეადგენს. წინასწარი მონაცემებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
პრემიერის თქმით, „ლელოსთან“ კონკურენციაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

„ესეც გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური ძალები ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ესაუბრებიან გარე ძალებს. ქართველ ხალხს ამაზე, ბუნებრივია, ადეკვატური და აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0