წალენჯიხა-ჯიხაშკარის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Besik Pipiaსაავტომობილო გზა
საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0