მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა ელის ევროპას ზამთარში: დმიტრიევის განმარტება

© photo: Sputnik / Mikhail Kliment'ev / გადასვლა მედიაბანკშიკირილ დმიტრიევი
კირილ დმიტრიევი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
სექტემბერში ევროკავშირში გაზის საბირჟო ფასებმა 1 კუბურ მეტრზე 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მიაღწია 1 ათასი დოლარის ნიშნულს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ევროპის ქვეყნებს გადარჩენისთვის რუსული ენერგორესურსები სჭირდებათ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმ უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
ევროკავშირში გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის კომენტირებისას დმიტრიევმა ბრიუსელის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე მიუთითა, რამაც ევროკავშირის ენერგეტიკულ სექტორში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ ევროპა რუსული ენერგიის გარეშე ვერ გადარჩება.
„ზამთარი ახლოსაა. როგორც იწინასწარმეტყველეს, ევროკავშირის მიერ ენერგეტიკის სფეროში დაშვებულმა მუდმივმა იდეოლოგიურმა შეცდომებმა უკვე სერიოზული შედეგები მოიტანა. ევროპას გადარჩენისთვის რუსული ენერგია სჭირდება“, - დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, რასაც თეირანმა საპასუხო თავდასხმით უპასუხა. შექმნილმა სიტუაციამ გავლენა მოახდინა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებზე, რამაც ევროპაში გაზის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. სექტემბერში ევროკავშირში გაზის საბირჟო ფასებმა 1 კუბურ მეტრზე 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მიაღწია 1 ათასი დოლარის ნიშნულს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის სამიტის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაზის ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდა დაუშვა. მისი აზრით, ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულებამ, შესაძლოა, 1,5 ათას ევროს მიაღწიოს.
რუსეთში არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმა კოლოსალურ ზიანს მიაყენებს ევროპულ ეკონომიკას, რაც გამოიწვევს ენერგიის ღირებულების ზრდას და კონკურენტუნარიანობის შემცირებას.
ყველა ახალი ამბავი
0