შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,06% შეადგინა - ხმა 1.136-მა ამომრჩეველთა მისცა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ოთხივე მუნიციპალიტეტში, სადაც 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართა, ,,ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
საარჩევნო უბნები წალკის, დმანისის, ვანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება სულ 2.225 ამომრჩეველს ჰქონდა. სამ რაიონში მათ არჩევანი ორ პარტიას – „ქართულ ოცნებასა“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ – შორის უნდა გაეკეთებინათ, ხოლო ახმეტაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო წარდგენილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ლევან ითიურიძემ („ქართული ოცნება“) 115 ხმა მიიღო – საერთო რაოდენობის 100%. დმანისში ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98,496%) მოიპოვა, წალკაში ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება“) – 415 ხმა (96,737%), ხოლო ვანში ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) 387 ხმა (87,162%) მიიღო.
„არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში, კონკურენტულ საარჩევნო სივრცეში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად წარიმართა.
შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,06% შეადგინა - ხმა 1.136-მა ამომრჩეველთა მისცა.
კალანდარიშვილის თქმით, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონულმა გადაცემამ, ხელი შეუწყო ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების დროულად გამოქვეყნებას.
საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 56 დამკვირვებელი 7 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, რომლებიც ასევე თვალყურს ადევნებდნენ ხმების დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერას.
ყველა ახალი ამბავი
0