თოვლი ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე - მოძრაობა შეიზღუდა

© Courtesy of Roads Department of Georgiaშეზღუდვები გზებზე - პირველი თოვლი
შეზღუდვები გზებზე - პირველი თოვლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
აღნიშნული გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ინტენსიური თოვის და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 39-45-ე კმ მონაკვეთზე დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო 12-38-ე და 46-72-ე კმ მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის 1-12 კილომეტრ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
ყველა ახალი ამბავი
0