დედაქალაქი „თბილისობას“ ზეიმობს - რა საინტერესო ღონისძიებები გაიმართება ქალაქში

© photo: Sputnikთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
ამ შაბათ-კვირას საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მრავალი ფესტივალი, ბაზრობა და კულტურულ-გასართობი ღონისძიება ელოდებათ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში შაბათ-კვირას, 3-4 ოქტომბერს „თბილისობა 2026“ იმართება; ძირითადი გასართობი ღონისძიებები დაგეგმილია რიყის პარკში, ლეღვთახევსა და ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე.
დედაქალაქის ხელისუფლებამ დღესასწაულის აღსანიშნავად 3,1 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. გთავაზობთ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ ღონისძიებების დეტალურ პროგრამას.
პროგრამა
© photo: Sputnik / StringerTbilisoba
Праздничные мероприятия в этнографическом музее. Праздник Тбилисоба в столице Грузии 1 октября 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
Tbilisoba
ორბელიანის მოედანი, 3-4 ოქტომბერი, 12:00-23:00
გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე, ლუდის ზონა, სამეწარმეო მარკეტი, თბილისური სახელოსნო, ორბელიანის ნუგბარი, კულინარიული მასტერკლასი, თემატური ფოტოზონები, სადღესასწაულო ინსტალაციები, საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები, საბავშვო კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები;
ორბელიანის სტუმრებს ელის საბავშვო ვორქშოფები(12:00 საათი – 19:00 საათი), საბავშვო ტკბილეულის ზონა, ატრაქციონები, იტალიის საელჩოს სივრცე (იტალიური კულინარია, მასტერკლასები, მუსიკა), "გარდენია შევარდნაძე" – პროექტი"შემოდგომის თბილისი", ელექტრონული მუსიკა.
© photo: Sputnikთბილისობა
Столица Грузии во время празднования Тбилисоба - празднично украшенный парк Рике - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
თბილისობა
რიყის პარკი
3 – 4 ოქტომბერი, 12:00 - 23:00 საათი
"თბილისის დიდი სამზარეულო", "Street Food თბილისი", კულინარიული მასტერკლასი, გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე, ლუდის ზონა, სამეწარმეო მარკეტი, თბილისური სახელოსნო, თემატური ფოტოზონები , ინსტალაციები, თაღი და ხეივანი, თავგადასავლების კაფე, ოფროუდის თავგადასავლების ტრასა, "ტკბილი თბილისი" – საბავშვო ტკბილეულის ზონა.
იმუშავებს საბავშვო-გასართობი სივრცე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები, საბავშვო ვორქშოფები (12:00 – 19:00);
სპორტული აქტივობები: კრიობა (ქართული საბრძოლო ხელოვნება), ჭადრაკი, ნარდი, ქართული ჭიდაობა, მინი-გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, ავტო-მოტო ფესტივალი.
გაიმართება ავტო-მოტო ფესტივალი, იმუშავებს ატრაქციონები, დაუკრავს ელექტრონული მუსიკა.
ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი, 3 ოქტომბერი, 12:00-23:00
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისობა
Вид на парк Рике и площадь Европы в центре Тбилиси во время празднования дней города Тбилисоба - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
თბილისობა
საქართველოს ბაიკერთა ასოციაცია გამართავს სამოყვარულო და გასართობი შეჯიბრებებს Cruiser და Adventure ტიპის მოტოციკლებისთვის. მოეწყობა მოტო და ავტო საგამოფენო სივრცეები, მოტო ისტორიის ფოტო გამოფენა, ქართველი მოტომოყვარულების ნამუშევრების მხატვრული გამოფენა.
© courtesy by Sergo Edisherashviliთბილისობა
Праздник Тбилисоба 2016 в ущелье Легвтахеви - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
თბილისობა
ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია, 3 – 4 ოქტომბერი
12:00-20:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება"
12:00-20:00 -კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე
გუდიაშვილის მოედანი, 3 – 4 ოქტომბერი,
12:00 – 23:00 საათი
ღია კინოთეატრი, მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული ფესტივალი, ყველისა და ღვინის კუთხე, ლუდის ზონა
გუდიაშვილის მოედნის სცენა:
3 ოქტომბერი
20:00 საათი – მუსიკალური ბენდი – "ღიმილის ბიჭები"
21:00 საათი – სალომე გოცირიძე და ბენდი
4 ოქტომბერი
20:00 საათი – "ელის ბენდი"
21:00 საათი – "ჩაქოს ბენდი"
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
პირველად"თბილისობის" დღესასწაული1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0