https://sputnik-georgia.com/20261003/sakrebuloebis-majoritari-deputatebis-sualedur-arcevnebze-otxive-olqsi-ocnebam-gaimarjva-300961333.html
საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე ოთხივე ოლქში „ოცნებამ“ გაიმარჯვა
საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე ოთხივე ოლქში „ოცნებამ“ გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1.136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06 პროცენტს შეადგენს. 03.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-03T23:07+0400
2026-10-03T23:07+0400
2026-10-03T23:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/03/300953775_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_b7e09c2f99412de2174a805b42d2552b.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში, მუნიციპალურ საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა.საარჩევნო უბნები ახმეტის, წალკის, ვანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში დღეს დილის რვა საათზე გაიხსნა და საღამოს ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1.136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06 პროცენტს შეადგენს.ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, უკვე დათვილია ყველა ბიულეტენი. შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:ახმეტაში ამომრჩეველთა 100-მა პროცენტმა, ანუ 115-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ლევან ითიურიძეს.ვანში 387-მა ამომრჩეველმა (87,162%-მა) ხმა მისცა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ვაჟა ხელაძეს, 57-მა (12,838%-მა) ამომრჩეველმა კი მხარი დაუჭირა ბექა კოპალაძეს („ძლიერი საქართველო - ლელო“).დმანისში 131-მა ამომრჩეველმა (98,496%) ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირაკლი სარსევანიძეს, ხოლო მის ოპონენტ ვაჟა ნონიაშვილს („ძლიერი საქართველო - ლელო“) - ორმა ამომრჩეველმა (1,504%).წალკაში 415-მა ამომრჩეველმა (96,737%) ხმა მისცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ნანული ხინიკაძეს, ხოლო ზაზა შანთაძემ („ძლიერი საქართველო - ლელო“) სულ 14 ხმა მიიღო (3,263%).ახმეტაში, ვანში და დმანისში თითო უბანი იყო გახსნილი, ხოლო წალკაში - ოთხი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/03/300953775_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_0ac1075e08eb343dfdd7214b617d9436.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე ოთხივე ოლქში „ოცნებამ“ გაიმარჯვა
ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1.136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06 პროცენტს შეადგენს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში, მუნიციპალურ საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა.
საარჩევნო უბნები ახმეტის, წალკის, ვანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში დღეს დილის რვა საათზე გაიხსნა და საღამოს ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
„არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ დაუსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1.136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06 პროცენტს შეადგენს.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, უკვე დათვილია ყველა ბიულეტენი. შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ახმეტაში ამომრჩეველთა 100-მა პროცენტმა, ანუ 115-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ლევან ითიურიძეს.
ვანში 387-მა ამომრჩეველმა (87,162%-მა) ხმა მისცა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ვაჟა ხელაძეს, 57-მა (12,838%-მა) ამომრჩეველმა კი მხარი დაუჭირა ბექა კოპალაძეს („ძლიერი საქართველო - ლელო“).
დმანისში 131-მა ამომრჩეველმა (98,496%) ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირაკლი სარსევანიძეს, ხოლო მის ოპონენტ ვაჟა ნონიაშვილს („ძლიერი საქართველო - ლელო“) - ორმა ამომრჩეველმა (1,504%).
წალკაში 415-მა ამომრჩეველმა (96,737%) ხმა მისცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ნანული ხინიკაძეს, ხოლო ზაზა შანთაძემ („ძლიერი საქართველო - ლელო“) სულ 14 ხმა მიიღო (3,263%).
ახმეტაში, ვანში და დმანისში თითო უბანი იყო გახსნილი, ხოლო წალკაში - ოთხი.