მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელებს უკრაინაში გამგზავრება არ ურჩია

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
რუსმა დიპლომატებმა მოუწოდეს უკრაინის მოქალაქეებსაც, არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დიპლომატიური მისიების თანამშრომლები უკრაინაში გამგზავრების საფრთხეებთან დაკავშირებით.
„რუსულმა მხარემ წინასწარ მოუწოდა კიევში მყოფ უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატებს, დაეტოვებინათ ქალაქი და თავი შეეკავებინათ უკრაინაში ვიზიტებისგან“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსმა დიპლომატებმა მოუწოდეს უკრაინის მოქალაქეებსაც, თავი აარიდონ სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უცხოელებისა და უცხოელი დიპლომატების გაფრთხილებას კიევის დატოვების შესახებ შეიცავდა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 მაისს გამოქვეყნებული განცხადება, ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი დიპლომატიური ნოტები. ერთი დღის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ეს შეტყობინება დიპლომატიური კორპუსისთვის გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა.
„ვაფიქსირებთ, რომ ყველამ არ გაითვალისწინა ეს გაფრთხილებები და ადამიანები შეგნებულად იგდებენ საკუთარ სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხეში“, — დასძინეს უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ მასშტაბურ საპასუხო დარტყმებს უკრაინაში არსებულ სამხედრო ობიექტებზე — პასუხად იმ ქმედებებზე, რასაც უწყებამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კიევის მხრიდან განხორციელებული ტერორი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0