როგორც შეიცვალა ფასები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
В сентябре 2026 года по сравнению с августом 2026 года уровень инфляции составил 0,4%
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის სექტემბერი 2025 წლის სექტემბერთან) 5,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წინა თვეებში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 4,8% (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან), 4,6% (2025 წლის თებერვალი 2026 თებერვალთან), 4,3% (2025 წლის მარტი 2026 მარტთან), 5,9% (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან), 5,7% (2026 წლის მაისი 2025 წლის მაისთან) და 5,5% (2026 წლის ივლისი 2025 წლის ივლისთან), 5,6% (2026 წლის აგვისტო 2025 წლის აგვისტოსთან).
გაძვირება ყველაზე თვალსაჩინო ტრანსპორტის და საწვავის ჯგუფშია, აქ ფასები 18.7%-ით გაიზარდა. ასევე გაძვირებულია კომუნალური მომსახურების ხარჯები- საშუალოდ 9.2%-ით. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი ფასები 3.4%-ით გაიზარდა.
შემცირდა ფასები განათლებაზე - 12,5%-ით, კავშირგაბმულობის სფეროში - 2,8%-ით, ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 1,8%-ით.
2026 წლის სექტემბერში, 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0