მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლოგისტიკური ცენტრი და ხიდი კიევში: რუსეთმა უკრაინაში ობიექტები დაბომბა

© Минобороны Россииდრონი БМ-70
დრონი БМ-70 - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
რუსეთის თავდაცვითი უწყების მონაცემებით, დრონებით დაარტყეს ხიდს დნეპრზე, რომელიც უკრაინული ჯარისთვის გამოიყენებოდა, ასევე სამხედრო ტვირთების საწყობს ჰოსტომელთან
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მდებარე რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს იერიში, იუწყება შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმების განხორციელებას უკრაინის ინფრასტრუქტურის იმ ობიექტებსა და საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოიყენება“, — აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შაბათის ღამეს დრონებით დარტყმების შედეგად დაზიანდა მდინარე დნეპრზე „ჩრდილოეთის ხიდი“, რომელიც პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტვირთის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ლოგისტიკურ ცენტრ „გოსტომელზე“ დარტყმის შესახებ, სადაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი ინახებოდა.
გარდა ამისა, უწყებაში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში დაიბომბა ხომალდი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთი გადაჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0