მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა ანატოლი კაშპიროვსკი

© Stringerსანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
კაშპიროვსკის გარემოცვაში განაცხადეს, რომ იგი დღეს დილით შეუძლოდ გახდა არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა და რუსი ფსიქოთერაპევტი ანატოლი კაშპიროვსკი, ინფორმაცია ტელეწამყვანმა ანდრეი მალახოვმა გაავრცელა.
„გარდაიცვალა ანატოლი მიხაილის ძე კაშპიროვსკი. მშვიდად განისვენოს!“ — დაწერა მალახოვმა თავის „ტელეგრამ“ არხზე.
კაშპიროვსკის გარდაცვალების მიზეზი რამდენიმე დაავადება იყო, განაცხადა მუსიკალურმა პროდიუსერმა სერგეი დვორცოვმა. „ის ძალიან დიდხანს ავადმყოფობდა. მას მრავალი დაავადება აწუხებდა, მათ შორის — დიაბეტი, ვერ დაძლია“,— ციტირებს დვორცოვის სიტყვებს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
დვორცოვმა აღნიშნა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონიის თარიღი და დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. კაშპიროვსკის გარემოცვაში განაცხადეს, რომ იგი დღეს დილით შეუძლოდ გახდა არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო; ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, კაშპიროვსკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წლის 11 აგვისტოს უკრაინაში დაიბადა, სწავლობდა ვინიცის სამედიცინო ინსტიტუტში. მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ფართო პოპულარობა სატელევიზიო ჰიპნოზის სეანსების წყალობით მოიპოვა. 1995 წელს კაშპიროვსკი აშშ-ში გადავიდა, სადაც ყოფილი სსრკ-დან ემიგრირებული ადამიანების მკურნალობით ირჩენდა თავს.
ყველა ახალი ამბავი
0