არჩევნები-2026: ყველა უბანი დროულად გაიხსნა, ინციდენტები არ ფიქსირდება - ცესკო

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - შვიდივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, ამჟამად რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა, განაცხადეს ცესკოში.
საარჩევნო უბნები გაიხსნა წალკის, დმანისის, ვანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
„მოვუწოდებთ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, - აღნიშნეს ცესკოში.
ხმის მიცემის უფლება სულ 2225 ამომრჩეველს აქვს. სამ ოლქში მათ „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია წარმოდგენილი.
შვიდიდან ოთხ უბანში დამონტაჟდა ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული აპარატები.
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს.
უბნები დაიხურება 20:00 საათზე. შემდეგ საარჩევნო კომისიები შედეგების შეჯამებას დაიწყებენ. კანდიდატს გამარჯვებისთვის მხოლოდ ოპონენტზე მეტი ხმის მოპოვება სჭირდება.
არჩევნების მონაწილეები
ახმეტა
№41 "ქართული ოცნება“ - ლევან ითიურიძე
დმანისი
№9 "ლელო - ძლიერი საქართველო“ - ვაჟა ნონიაშვილი
№41 "ქართული ოცნება" - ირაკლი სარსევანიძე
წალკა
№9 "ლელო" - ზაზა შანთაძე
№41 "ქართული ოცნება" - ნანული ხინიკაძე
ვანი
№9 "ლელო" - ბექა კოპალაძე
№41 "ქართული ოცნება" - ვაჟა ხელაძე
ყველა ახალი ამბავი
0