არჩევნები-2026 : საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა დასრულდა

© CEC of Georgiaშუალედური არჩევნები საქართველოში
შუალედური არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
ყველაზე მაღალი აქტივობა ვანში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 57%-მა მისცა ხმა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში, მუნიციპალურ საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ საარჩევნო უბანზე ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა დაიწყეს.
საარჩევნო უბნები წალკის, დმანისის, ვანისა და ახმეტის რაიონების სოფლებში იყო გახსნილი. 17:00 საათის მონაცემებით, 2.225-დან სულ 1.002-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ყველაზე მაღალი აქტივობა ვანში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა57%-მა მისცა ხმა; მას მოსდევს დმანისი 49,81%-იანი აქტივობით. იმ დროისთვის, ახმეტაში ხმა ამომრჩეველთა38,97%-მა, ხოლო წალკაში — 37,39%-მა მისცა.
© CEC of Georgiaშუალედური არჩევნები საქართველოში
Промежуточные выборы мажоритарных депутатов районных собраний, 3 октября, 2026, Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
შუალედური არჩევნები საქართველოში
სამ ოლქში ამომრჩევლები ირჩევდნენ „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ კანდიდატებს შორის, ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
შვიდიდან ოთხ უბანში იყო დამონტაჟებული ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული აპარატები.
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდებოდა, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებდა.
წინასწარი შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0