https://sputnik-georgia.com/20261003/arcevnebi-2026-15-00-saatis-mdgomareobit-ubnebze-901-amomrceveli-mivida-300953276.html
არჩევნები-2026: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა
არჩევნები-2026: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა
Sputnik საქართველო
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს. 03.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-03T16:43+0400
2026-10-03T16:43+0400
2026-10-03T16:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_0:73:1281:793_1920x0_80_0_0_f9453ba760f8ef2522596363c0b3a4f9.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 901-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე.დღეს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები გახსნილია წალკის, დმანისის, ვანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.15:00 საათის მდგომარეობით, ახმეტაში მივიდა - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.ასევე 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.ხმის მიცემის უფლება სულ 2225 ამომრჩეველს აქვს. სამ ოლქში მათ „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია წარმოდგენილი.შვიდიდან ოთხ უბანში დამონტაჟდა ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული აპარატები.საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს.უბნები დაიხურება 20:00 საათზე. შემდეგ საარჩევნო კომისიები შედეგების შეჯამებას დაიწყებენ. კანდიდატს გამარჯვებისთვის მხოლოდ ოპონენტზე მეტი ხმის მოპოვება სჭირდება.არჩევნების მონაწილეებიახმეტა№41 "ქართული ოცნება“ - ლევან ითიურიძედმანისი№9 "ლელო - ძლიერი საქართველო“ - ვაჟა ნონიაშვილი№41 "ქართული ოცნება" - ირაკლი სარსევანიძეწალკა№9 "ლელო" - ზაზა შანთაძე№41 "ქართული ოცნება" - ნანული ხინიკაძევანი№9 "ლელო" - ბექა კოპალაძე№41 "ქართული ოცნება" - ვაჟა ხელაძე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_43:0:1180:853_1920x0_80_0_0_af2a5e7b949dd8931fb77496b82ef6a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
არჩევნები-2026: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 901-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები გახსნილია წალკის, დმანისის, ვანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
15:00 საათის მდგომარეობით, ახმეტაში მივიდა - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.
იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ხმის მიცემის უფლება სულ 2225 ამომრჩეველს აქვს. სამ ოლქში მათ „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია წარმოდგენილი.
შვიდიდან ოთხ უბანში დამონტაჟდა ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული აპარატები.
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, პროცესს კი რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს.
უბნები დაიხურება 20:00 საათზე. შემდეგ საარჩევნო კომისიები შედეგების შეჯამებას დაიწყებენ. კანდიდატს გამარჯვებისთვის მხოლოდ ოპონენტზე მეტი ხმის მოპოვება სჭირდება.
№41 "ქართული ოცნება“ - ლევან ითიურიძე
№9 "ლელო - ძლიერი საქართველო“ - ვაჟა ნონიაშვილი
№41 "ქართული ოცნება" - ირაკლი სარსევანიძე
№41 "ქართული ოცნება" - ნანული ხინიკაძე
№9 "ლელო" - ბექა კოპალაძე
№41 "ქართული ოცნება" - ვაჟა ხელაძე