https://sputnik-georgia.com/20261003/-2027--250-----300945941.html
საქართველო 2027 წელს 250 მლნ ლარის მატარებლებს შეისყიდის
საქართველო 2027 წელს 250 მლნ ლარის მატარებლებს შეისყიდის
Sputnik საქართველო
2027 წელს საქართველო გეგმავს სარკინიგზო პარკის განახლებას - საუბარია 45 ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივსა და 10 თანამედროვე სამგზავრო... 03.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-03T11:17+0400
2026-10-03T11:17+0400
2026-10-03T11:17+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299523786_0:90:868:578_1920x0_80_0_0_644400dbabb631c880f8f660fb99519d.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში 2027 წელს საქართველოს რკინიგზის განახლებისთვის 45 ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივს შეიძენს, ნათქვამია მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში.გარდა ამისა, მთავრპბა ასევე 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებლის ეტაპობრივ შესყიდვას გეგმავს. 2027 წლიდან დაიწყება სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივი მიწოდება და ელექტროქვესადგურის მშენებლობა, ხოლო ახალი სატვირთო ელმავლების შემოყვანა2028 წლიდან არის დაგეგმილი.ამ გეგმების განხორციელებისათვის საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები 250 მლნ ლარის ოდენობით.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299523786_97:0:868:578_1920x0_80_0_0_a7217673859eb3e65f7fa63dd772f050.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა
საქართველო 2027 წელს 250 მლნ ლარის მატარებლებს შეისყიდის
2027 წელს საქართველო გეგმავს სარკინიგზო პარკის განახლებას - საუბარია 45 ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივსა და 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებელზე
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში 2027 წელს საქართველოს რკინიგზის განახლებისთვის 45 ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივს შეიძენს, ნათქვამია მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში.
გარდა ამისა, მთავრპბა ასევე 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებლის ეტაპობრივ შესყიდვას გეგმავს. 2027 წლიდან დაიწყება სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივი მიწოდება და ელექტროქვესადგურის მშენებლობა, ხოლო ახალი სატვირთო ელმავლების შემოყვანა2028 წლიდან არის დაგეგმილი.
ამ გეგმების განხორციელებისათვის საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები 250 მლნ ლარის ოდენობით.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.