სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeდაჭერილი თევზი
დაჭერილი თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბაში, ოქროს საწმისის უბანში არსებულ არხში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს კობრისა და კარჩხანას სახეობის თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე კი გამოვლენილია 51 სამართალდარღვევა.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0