მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშისაზენიტო-სარაკეტო კომპლექსის "Тор-М2" სამხედრო მოსამსახურეები
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Тор-М2 სამხედრო მოსამსახურეები  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
გასული კვირის განმავლობაში დაჯგუფება „სევერმა“ კონტროლი დაამყარა 14 დასახლებულ პუნქტზე: 10-ზე — ხარკოვის ოლქში და ოთხზე — სუმის ოლქში.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე — გრაჩოვკასა და სერდობინოზე, ასევე სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე — მალაია რიბიცაზე, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
სამივე დასახლებული პუნქტი რუსული ჯარების დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში მდებარეობს.
გასული კვირის განმავლობაში ამ დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა ჯამში 14 დასახლებულ პუნქტზე: 10-ზე — ხარკოვის ოლქში და ოთხზე — სუმის ოლქში.
დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ ქვედანაყოფები საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების ალყაში მოქცევის ზონაში და აფართოებენ კონტროლის არეალს „ქვაბის“ გარშემო.
„კვირის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებაზე დაკარგა265-ზე მეტი მებრძოლი, ცხრა ჯავშანტექნიკა, ექვსი ავტომობილი, ხუთი კვადროციკლი და სამი სახმელეთო რობოტოტექნიკური კომპლექსი“, — იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში, კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს ორი ათასზე მეტი მებრძოლი, 21 ერთეული ჯავშანტექნიკა, 144 ავტომობილი, ოთხი საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ ორი საბრძოლო მანქანა და რადიოელექტრონული ბრძოლის 11 სადგური.
ყველა ახალი ამბავი
0