https://sputnik-georgia.com/20261002/peskovi-ruseti-sav-zrvasi-kievis-dsrtymebs-pasuxobs-300944017.html
პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში კიევის დარტყმებს პასუხობს
პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში კიევის დარტყმებს პასუხობს
Sputnik საქართველო
რუსეთისთვის მნიშვნელოვანია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და საწვავის საზღვაო გზით მიწოდების... 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T21:15+0400
2026-10-02T21:15+0400
2026-10-03T01:15+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284593518_0:66:1876:1121_1920x0_80_0_0_450df85ca368a0856e3c10ad4fb3bf41.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი შავ ზღვაში პასუხს უბრუნებს კიევის რეჟიმს მის მიერ ინიცირებულ დარტყმებზე და უკრაინას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.კრემლის წარმომადგენელმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.„რუსეთი პასუხობს იმ დარტყმებს, რომელთა განხორციელებაც უკრაინამ დაიწყო. უკრაინამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს; ის უკვე იხდის და მომავალშიც გადაიხდის“, — თქვა პესკოვმა.მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა შავ ზღვასთან დაკავშირებული ვითარება განსაკუთრებული ხასიათისაა.პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და საწვავის საზღვაო გზით მიწოდების სრულად შეწყვეტა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტიკა თურქეთისა და გაეროს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება.„არანაირი კონკრეტიკა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით ამ ინიციატივის შესახებ“, — განაცხადა მან.კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ფრაგმენტული შეთანხმებები მშვიდობიან დარეგულირებას ვერ დააახლოებს, ხოლო კომპლექსური შეთანხმებების მიმართ კიევის რეჟიმი მზაობას არ ავლენს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284593518_148:0:1729:1186_1920x0_80_0_0_95541cb976a2a3b9adab618635ccd5ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში კიევის დარტყმებს პასუხობს
21:15 02.10.2026 (განახლებულია: 01:15 03.10.2026) რუსეთისთვის მნიშვნელოვანია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და საწვავის საზღვაო გზით მიწოდების სრულად შეწყვეტა.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი შავ ზღვაში პასუხს უბრუნებს კიევის რეჟიმს მის მიერ ინიცირებულ დარტყმებზე და უკრაინას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
„რუსეთი პასუხობს იმ დარტყმებს, რომელთა განხორციელებაც უკრაინამ დაიწყო. უკრაინამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს; ის უკვე იხდის და მომავალშიც გადაიხდის“, — თქვა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა შავ ზღვასთან დაკავშირებული ვითარება განსაკუთრებული ხასიათისაა.
პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და საწვავის საზღვაო გზით მიწოდების სრულად შეწყვეტა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტიკა თურქეთისა და გაეროს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება.
„არანაირი კონკრეტიკა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით ამ ინიციატივის შესახებ“, — განაცხადა მან.
კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ფრაგმენტული შეთანხმებები მშვიდობიან დარეგულირებას ვერ დააახლოებს, ხოლო კომპლექსური შეთანხმებების მიმართ კიევის რეჟიმი მზაობას არ ავლენს.