https://sputnik-georgia.com/20261002/evropis-momavali-qristianuli-rirebulebebis-garese-seuzlebelia-parlamentis-tavmjdomare-300940419.html
ევროპის მომავალი ქრისტიანული ღირებულებების გარეშე შეუძლებელია —პარლამენტის თავმჯდომარე
ევროპის მომავალი ქრისტიანული ღირებულებების გარეშე შეუძლებელია —პარლამენტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა 1700 წლის წინ ქრისტიანობის მიღებას საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი უწოდა 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T19:27+0400
2026-10-02T19:27+0400
2026-10-02T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქრისტიანული ღირებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, ხოლო საჯარო სივრციდან რწმენის განდევნა საზოგადოებას ართმევს საერთო ზნეობრივ საფუძველს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია.მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნა არ უნდა ნიშნავდეს ეკლესიის და საზოგადოების გამიჯვნას.„ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის, შემდეგ კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორებას ის მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივ დიალოგში ხედავს.საქართველოზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთ პერიოდში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.ის ცალკე შეეხო ოჯახის თემას და აღნიშნა, რომ ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის და ტრადიციის საკითხი აღარ არის, იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა. პაპუაშვილის თქმით, ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას.პაპუაშვილმა საქართველოს მიერ 1700 წლის წინ ქრისტიანობის მიღებას ცივილიზაციური არჩევანი უწოდა. მისი თქმით, საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.მისი თქმით, დღევანდელი ამოცანაა „გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ევროპის მომავალი ქრისტიანული ღირებულებების გარეშე შეუძლებელია —პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილმა 1700 წლის წინ ქრისტიანობის მიღებას საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი უწოდა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქრისტიანული ღირებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, ხოლო საჯარო სივრციდან რწმენის განდევნა საზოგადოებას ართმევს საერთო ზნეობრივ საფუძველს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია.
„ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითშეგნებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნა არ უნდა ნიშნავდეს ეკლესიის და საზოგადოების გამიჯვნას.
„ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის, შემდეგ კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორებას ის მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივ დიალოგში ხედავს.
საქართველოზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთ პერიოდში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ის ცალკე შეეხო ოჯახის თემას და აღნიშნა, რომ ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის და ტრადიციის საკითხი აღარ არის, იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა. პაპუაშვილის თქმით, ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას.
„პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილმა საქართველოს მიერ 1700 წლის წინ ქრისტიანობის მიღებას ცივილიზაციური არჩევანი უწოდა. მისი თქმით, საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.
მისი თქმით, დღევანდელი ამოცანაა „გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.