https://sputnik-georgia.com/20261002/evropam-tavisi-momavali-qristianul-rirebulebebze-unda-asenos-300943383.html
ევროპამ თავისი მომავალი ქრისტიანულ ღირებულებებზე უნდა აშენოს – საქართველოს პრეზიდენტი
ევროპამ თავისი მომავალი ქრისტიანულ ღირებულებებზე უნდა აშენოს – საქართველოს პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლს ქართული ენის, ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T22:47+0400
2026-10-02T22:47+0400
2026-10-02T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300732570_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f0c093fd89350f4ebc8e538b58bccb45.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ღირებულებითი გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტიანული ფასეულობებითა და მათი შენარჩუნებით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს. მას ესწრებიან აკადემიური წრეების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე — სხვა უცხოელი სტუმრები.მისი თქმით, დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მათ შორის ეს ოჯახის ინსტიტუტსაც ეხება.როგორც მან აღნიშნა, საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ქართველი ხალხის უკვდავ მომავალს.მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს.„ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300732570_0:0:1902:1426_1920x0_80_0_0_6e69a58d90a4aa5fc9a9ae3a00f589e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ევროპამ თავისი მომავალი ქრისტიანულ ღირებულებებზე უნდა აშენოს – საქართველოს პრეზიდენტი
ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლს ქართული ენის, ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ღირებულებითი გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტიანული ფასეულობებითა და მათი შენარჩუნებით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს. მას ესწრებიან აკადემიური წრეების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე — სხვა უცხოელი სტუმრები.
„დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ – მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მათ შორის ეს ოჯახის ინსტიტუტსაც ეხება.
„ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა, გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ქართველი ხალხის უკვდავ მომავალს.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს.
„ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.