https://sputnik-georgia.com/20261002/atasgvar-sacdurs-mxolod-rwmenit-seizleba-gavumklavdet-saqartvelos-katolikos-patriarqi-300936483.html
ათასგვარ საცდურს მხოლოდ რწმენით შეიძლება გავუმკლავდეთ — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ათასგვარ საცდურს მხოლოდ რწმენით შეიძლება გავუმკლავდეთ — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
Sputnik საქართველო
მეუფე შიომ ოჯახს ზნეობისა და ეროვნული იდენტობის საფუძველი უწოდა და ხაზი გაუსვა მის როლს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში. 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T15:11+0400
2026-10-02T15:11+0400
2026-10-02T16:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვეობის გამოწვევებსა და საცდურებს მხოლოდ რწმენითა და საუკუნოვანი ღირებულებებით შეიძლება გავუმკლავდეთ, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს. მას ესწრებიან აკადემიური წრეების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე — სხვა უცხოელი სტუმრები.კათოლიკოს-პატრიარქმა გააკეთა აქცენტი ოჯახის როგორც ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების გამტარის მნიშვნელობაზე.„ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს“, - განაცხადა მან.მისი თქმით, დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ისეთ თემებზე, როგორიცაა ქრისტიანობა და ტრადიციული ღირებულებები.„ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას და ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, - განაცხადა შიო მესამემ.კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა ქრისტიანობის როლზე ისტორიასა და თანამედროვე სამყაროში.როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას.საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ათასგვარ საცდურს მხოლოდ რწმენით შეიძლება გავუმკლავდეთ — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
15:11 02.10.2026 (განახლებულია: 16:54 02.10.2026) მეუფე შიომ ოჯახს ზნეობისა და ეროვნული იდენტობის საფუძველი უწოდა და ხაზი გაუსვა მის როლს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვეობის გამოწვევებსა და საცდურებს მხოლოდ რწმენითა და საუკუნოვანი ღირებულებებით შეიძლება გავუმკლავდეთ, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს. მას ესწრებიან აკადემიური წრეების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე — სხვა უცხოელი სტუმრები.
„თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება“, - განაცხადა სიო მესამემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა გააკეთა აქცენტი ოჯახის როგორც ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების გამტარის მნიშვნელობაზე.
„ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ისეთ თემებზე, როგორიცაა ქრისტიანობა და ტრადიციული ღირებულებები.
„ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას და ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, - განაცხადა შიო მესამემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა ქრისტიანობის როლზე ისტორიასა და თანამედროვე სამყაროში.
„ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად. მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობა, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება“, - განაცხადა შიო მესამემ.
როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას.
საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.