https://sputnik-georgia.com/20261002/adenaueris-fondma-saqartvelo-datova-papuasvilma-wasvlis-mizezebze-isaubra-300943620.html
ადენაუერის ფონდმა საქართველო დატოვა - პაპუაშვილმა წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
ადენაუერის ფონდმა საქართველო დატოვა - პაპუაშვილმა წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ, განაცხადა პაპუაშვილმა 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T23:56+0400
2026-10-02T23:56+0400
2026-10-02T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0e7dee58ec52dc1a96fde64127b83915.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში პოლიტიკური მისიის განხორციელებას ცდილობდა; თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარი თქვა ფონდის ძირითადი მანდატის შესაბამისი პროექტების დაფინანსებაზე, ორგანიზაციამ თბილისის ოფისის დახურვა გადაწყვიტა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ფონდს შესთავაზა, პოლიტიკური პროგრამების ნაცვლად, საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამები განეხორციელებინა.მისი თქმით, პოლიტიკური ფონდები გარკვეულ პარტიებთან არიან დაკავშირებული, კონრად ადენაუერის ფონდი დაკავშირებულია „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“.„უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია არაფერი შესასრულებელი არა აქვთ“, - განაცხადა მან.პაპუაშვილმა საპირისპირო სიტუაცია წარმოიდგინა: რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში პოლიტიკური მისიის შესრულება დაიწყოს.„წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში“, - განაცხადა მან.პაპუაშვილის თქმით, ფონდმა მიმართა მთავრობას თავის პროექტებთან დაკავშირებული წინადადებებით, რის შემდეგ მას შესთავაზეს უარი ეთქვა პოლიტიკურ მდგენელზე. ამასთან, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ფონდის აკადემიურ და სხვა პროექტებს.რა განაცხადეს ფონდშიკონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში ოფისის დახურვის შესახებ განაცხადა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფისმა მუშაობა 30 სექტემბერს შეწყვიტა და მისი დახურვა ფონდის ინიციატივით არ მომხდარა.ფონდის ვერსიით, დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს ქვეყანაში აღარ შეუძლია თავისი ძირითადი, როგორც პოლიტიკური ფონდის, მისიის შესრულება.ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყოKAS-ის განაცხადები მისი პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფონდში აცხადებენ, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს ფარგლებში მათი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, წარუმატებელი აღმოჩნდა.“პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად-ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.ფონდი ხაზს უსვამს, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი დიდი ხნის პარტნიორების მიმართ. „ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.ფონდის საქმიანობა საქართველოშიკონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მოღვაწეობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი საქმიანობა ფოკუსირებული იყო დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერაზე, საპარლამენტო საქმიანობის განვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში რელიგიათაშორისი დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის წახალისებაზე, ასევე — ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერებაზე.ამასთანავე, ფონდი ახორციელებდა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სასტიპენდიო სქემებს. როგორც ფონდი აღნიშნავს, მისი საქმიანობა ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_74aacc725cc800f0232d7d2951a40c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
ადენაუერის ფონდმა საქართველო დატოვა - პაპუაშვილმა წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში პოლიტიკური მისიის განხორციელებას ცდილობდა; თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარი თქვა ფონდის ძირითადი მანდატის შესაბამისი პროექტების დაფინანსებაზე, ორგანიზაციამ თბილისის ოფისის დახურვა გადაწყვიტა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ფონდს შესთავაზა, პოლიტიკური პროგრამების ნაცვლად, საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამები განეხორციელებინა.
„კონრად ადენაუერის ფონდის განცხადება იყო ცოტა გასაკვირი და უცნაური. საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და, ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არა აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური ფონდები გარკვეულ პარტიებთან არიან დაკავშირებული, კონრად ადენაუერის ფონდი დაკავშირებულია „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“.
„უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია არაფერი შესასრულებელი არა აქვთ“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილმა საპირისპირო სიტუაცია წარმოიდგინა: რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში პოლიტიკური მისიის შესრულება დაიწყოს.
„წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, ფონდმა მიმართა მთავრობას თავის პროექტებთან დაკავშირებული წინადადებებით, რის შემდეგ მას შესთავაზეს უარი ეთქვა პოლიტიკურ მდგენელზე. ამასთან, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ფონდის აკადემიურ და სხვა პროექტებს.
„როგორც ჩანს, არანაირი ინტერესი აკადემიური, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებების მიმართ არ აქვთ. მათსავე განცხადებით როგორც გამოჩნდა, ინტერესი ჰქონიათ პოლიტიკური მისიის განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო. მათი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში ოფისის დახურვის შესახებ განაცხადა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფისმა მუშაობა 30 სექტემბერს შეწყვიტა და მისი დახურვა ფონდის ინიციატივით არ მომხდარა.
ფონდის ვერსიით, დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს ქვეყანაში აღარ შეუძლია თავისი ძირითადი, როგორც პოლიტიკური ფონდის, მისიის შესრულება.
ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყოKAS-ის განაცხადები მისი პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფონდში აცხადებენ, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს ფარგლებში მათი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, წარუმატებელი აღმოჩნდა.
“პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად-ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონდი ხაზს უსვამს, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი დიდი ხნის პარტნიორების მიმართ. „ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ფონდის საქმიანობა საქართველოში
კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მოღვაწეობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი საქმიანობა ფოკუსირებული იყო დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერაზე, საპარლამენტო საქმიანობის განვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში რელიგიათაშორისი დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის წახალისებაზე, ასევე — ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერებაზე.
ამასთანავე, ფონდი ახორციელებდა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სასტიპენდიო სქემებს. როგორც ფონდი აღნიშნავს, მისი საქმიანობა ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ.