2027 წლიდან შშმ პირთათვის ფინანსური დახმარება იზრდება

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური შემწეობები 60 ლარით გაიზრდება, ხოლო დანარჩენი შშმ პირთათვის - 20 ლარით.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. შშმ პირები 2026 წლის 1 იანვრიდან გაზრდილ სოციალურ შემწეობებს მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური შემწეობები 60 ლარით გაიზრდება, ხოლო დანარჩენი შშმ პირთათვის - 20 ლარით.
აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.
დღეისათვის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფინანსური დახმარება შეადგენდა 480 ლარს, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის – 235 ლარს.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფი).
ყველა ახალი ამბავი
0