https://sputnik-georgia.com/20261002/2027-wels-saqartvelos-pirveli-rrmawylovani-portis-mseneblobaze-155-milions-daxarjavs-300924800.html
2027 წელს საქართველო პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 155 მილიონს დახარჯავს
2027 წელს საქართველო პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 155 მილიონს დახარჯავს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება გეგმავს, 2029 წლისთვის დაასრულოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი და პირველი გემები მიიღოს. 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T10:50+0400
2026-10-02T10:50+0400
2026-10-02T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24604/71/246047139_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_7a465b9e743c57b7e2fead4e884e0def.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაგრძელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 155 მილიონი ლარი გამოიყოფა.დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული 155 მილიონიდან 30 მილიონი მომავალი პორტის მისასვლელი გზის მშენებლობას მოხმარდება, ხოლო 125 მილიონი — საჭირო საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.ამჟამად მომავალი პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავება მიმდინარეობს. სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul Group-ის ფლოტის ორი გემი – Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს, რომლებიც პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ. სამუშაოების მიზანი - ფსკერის 17,5 მეტრამდე დაღრმავება, რაც მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას.ტალღმჭრელის ძირში ფსკერის გაღრმავების სამუშაოები დაახლოებით ერთი კილომეტრის მონაკვეთზე უკვე დასრულდა და პროცესი ამჟამად აკვატორიაში გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს ტალღმჭრელის პირველი მონაკვეთის მშენებლობა ქვაღორღის ჩაყრის გზით; ამ ეტაპის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ზღვის სიღრმისკენ გადაინაცვლებს.ფსკერის გაღრმავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერის სიღრმე შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი სატვირთო გემების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ასევე აშენდება 1 376 მეტრი სიგრძის ტალღმჭრელი.„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთბრუნვის ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის პორტის პოტენციალს, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მთავარი საზღვაო კარიბჭე.საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24604/71/246047139_87:0:1000:685_1920x0_80_0_0_5c66972dd8ea7f8c739b0c546c3d4e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
2027 წელს საქართველო პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 155 მილიონს დახარჯავს
ხელისუფლება გეგმავს, 2029 წლისთვის დაასრულოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი და პირველი გემები მიიღოს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაგრძელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 155 მილიონი ლარი გამოიყოფა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული 155 მილიონიდან 30 მილიონი მომავალი პორტის მისასვლელი გზის მშენებლობას მოხმარდება, ხოლო 125 მილიონი — საჭირო საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ამჟამად მომავალი პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავება მიმდინარეობს. სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul Group-ის ფლოტის ორი გემი – Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს, რომლებიც პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ. სამუშაოების მიზანი - ფსკერის 17,5 მეტრამდე დაღრმავება, რაც მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას.
ტალღმჭრელის ძირში ფსკერის გაღრმავების სამუშაოები დაახლოებით ერთი კილომეტრის მონაკვეთზე უკვე დასრულდა და პროცესი ამჟამად აკვატორიაში გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს ტალღმჭრელის პირველი მონაკვეთის მშენებლობა ქვაღორღის ჩაყრის გზით; ამ ეტაპის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ზღვის სიღრმისკენ გადაინაცვლებს.
ფსკერის გაღრმავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერის სიღრმე შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი სატვირთო გემების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ასევე აშენდება 1 376 მეტრი სიგრძის ტალღმჭრელი.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთბრუნვის ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის პორტის პოტენციალს, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მთავარი საზღვაო კარიბჭე.
საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.