https://sputnik-georgia.com/20261001/yvarelsi-mikroavtobusi-romelsac-skolis-moswavleebi-gadayhavda-avariasi-moyva-300912582.html
ყვარელში მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
ყვარელში მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T14:22+0400
2026-10-01T14:22+0400
2026-10-01T15:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/56/248475650_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_a9222e97dcd65bde7ea75645fdbe8952.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო, ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/56/248475650_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_d6e2b9449784996917031f585116ca82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
ყვარელში მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
14:22 01.10.2026 (განახლებულია: 15:36 01.10.2026) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.
თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო, ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა.
დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.