ობიექტურობის ძიებაში: თბილისში მედიაში ფეიკ-ნიუსების პრობლემაზე იმსჯელეს - ფოტო
ობიექტურობის ძიებაში: თბილისში მედიაში ფეიკ-ნიუსების პრობლემაზე იმსჯელეს - ფოტო
Sputnik საქართველო
ფეიკ-ნიუსი, საინფორმაციო ხმაური და სენსაციებზე დევნა — თბილისში თანამედროვე ჟურნალისტიკის მთავარი გამოწვევები განიხილეს. დაწვრილებით „Sputnik საქართველოს"... 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საინფორმაციო დღის წესრიგის გამოწვევები. ობიექტური კონტენტი და ფეიკები საქართველოსა და რუსეთის ირგვლივ“. მასში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა და მედიის წარმომადგენლებმა.
ფეიკ-ნიუსი, საინფორმაციო ხმაური და სენსაციებზე დევნა — თბილისში თანამედროვე ჟურნალისტიკის მთავარი გამოწვევები განიხილეს. დაწვრილებით „Sputnik საქართველოს" ფოტოლენტაში.
თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საინფორმაციო დღის წესრიგის გამოწვევები. ობიექტური კონტენტი და ფეიკები საქართველოსა და რუსეთის ირგვლივ“. მასში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა და მედიის წარმომადგენლებმა.
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საინფორმაციო დღის წესრიგის გამოწვევები. ობიექტური კონტენტი და ფეიკები საქართველოსა და რუსეთის ირგვლივ“.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტექნოლოგიებმა მკვეთრად გაზარდეს ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და მოცულობა, თუმცა, ამასთან ერთად გაიზარდა დაუდასტურებელი კონტენტის რაოდენობაც.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ დირექტორმა, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამაცაშვილმა დიალოგის, ინფორმაციის ობიექტური მიწოდებისა და დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების თქმით, ფეიკ-ნიუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჟურნალისტიკისადმი ნდობის აღსადგენად აუცილებელია პროფესიული დისკუსია და ინფორმაციის საფუძვლიანი გადამოწმება.