შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovდაჭერილი თევზი
დაჭერილი თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და წყლის ეკოსისტემას.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდინარე მტკვარზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევები ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლების სამწვერისისა და თაგვერის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირდა. მოქალაქეები თევზს საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების, ე.წ. ოჩხების გამოყენებით იჭერდნენ.
სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯამში 9 ერთეული ე.წ. ოჩხი ამოიღეს.
საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და წყლის ეკოსისტემას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს დიდი რაოდენობით თევზის უკანონო მოპოვებას და ზრდის სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზის არასელექციური მოპოვების რისკს. შედეგადზიანდება ბუნებრივი პოპულაციები და მათი გამრავლების შესაძლებლობები. ამასთან მდინარის კალაპოტში დატოვებული საბურავები დამატებით ნარჩენსა და დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.
2026 წლის 8 თვის მონაცემებით დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 სამართალდარღვევა შიდა ქართლში დაფიქსირდა.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0