მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ძალებმა უკრაინაში ლოგისტიკურ ობიექტებსა და მონაცემთა ცენტრებს დაარტყეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშითვითმავალი გაუბიცა 2С19 "Мста-С"
თვითმავალი გაუბიცა 2С19 Мста-С - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
ოდესასა და ოდესის ოლქში არსებული საკომუნიკაციო ცენტრები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავებისთვის გამოიყენებოდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაში განახორციელეს დარტყმები საკომუნიკაციო და ლოგისტიკურ ცენტრებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმებს ლოგისტიკურ და საკომუნიკაციო ცენტრებზე, ასევე — საზღვაო გემებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში გამოიყენება“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ოდესასა და ოდესის ოლქში დრონებით განხორციელებული ღამის დარტყმების შედეგად დაზიანდა მონაცემთა დამუშავების ცენტრები, სადაც უკრაინის ჯარისთვის სადაზვერვო და სხვა სახის ინფორმაცია მუშავდებოდა.
რუსულმა დრონებმა ასევე დაარტყეს საზღვაო გემს ჩერნომორსკის პორტში; გემს გადაჰქონდა ორმაგი დანიშნულების ტვირთი, რომელიც უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის იყო განკუთვნილი.
ყველა ახალი ამბავი
0