https://sputnik-georgia.com/20261001/rusetis-sahaero-tavdacvis-sistemasi-ukiduresad-mcire-simarleebze-dacvis-eseloni-amoqmedda-300923602.html
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკიდურესად მცირე სიმაღლეზე მოქმედი ეშელონი შეემატა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკიდურესად მცირე სიმაღლეზე მოქმედი ეშელონი შეემატა
Sputnik საქართველო
საჰაერო თავდაცვის ნაწილების და შენაერთების საბრძოლო შემადგენლობა გაიზარდა, რათა დრონების დარტყმებისგან ქვეითი ჯარების და ზურგის ობიექტების დაცვა უფრო ეფექტური... 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T22:54+0400
2026-10-01T22:54+0400
2026-10-01T22:55+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/88/228338888_0:164:3057:1884_1920x0_80_0_0_24b5e564ca80e3633f20365e84c72b28.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე დაცვის ეშელონი დაემატა, განაცხადა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა ანდრეი მორდვიჩევმა.მთავარსარდლის თქმით, საჰაერო თავდაცვის ნაწილების და შენაერთების საბრძოლო შემადგენლობა გაიზარდა, რათა დრონების დარტყმებისგან ქვეითი ჯარების და ზურგის ობიექტების დაცვა უფრო ეფექტური გახდეს.„ამან შესაძლებელი გახადა საჰაერო თავდაცვის სისტემაში დაცვის დამატებითი ეშელონის შექმნა უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე“, — აღნიშნა სარდალმა გაზეთ „კრასნაია ზვეზდასთან“ ინტერვიუში.მან ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ქვედანაყოფებისა და შენაერთების ფორმირებასა და მათ აღჭურვას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მორდვიჩევმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას განსაკუთრებით მაღალი შედეგებით გამოირჩევა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300V4, „ბუკ-M3“ და „ტორ-M2“.მცირე სიმაღლეზე მოულოდნელად გამოვლენილი სამიზნეების განადგურებისას კარგი შედეგები აჩვენა გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა „ვერბამ“. გარდა ამისა, როგორც მეთაურმა დასძინა, უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებაში მნიშვნელოვანი წვლილი დრონების საწინააღმდეგო ქვედანაყოფებს და მობილურ საცეცხლე ჯგუფებს შეაქვთ.მორდვიჩევმა ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის ეშელონირებულ სისტემაში სხვადასხვა საშუალების კომპლექსური გამოყენება შესაძლებელს ხდის „მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის ყველა საშუალების“ განადგურებას, მათ შორის: ოპერატიულ-ტაქტიკური, ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებისა და სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/88/228338888_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_6f7747cbbff27999e9cb05833f0f682b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკიდურესად მცირე სიმაღლეზე მოქმედი ეშელონი შეემატა
22:54 01.10.2026 (განახლებულია: 22:55 01.10.2026) საჰაერო თავდაცვის ნაწილების და შენაერთების საბრძოლო შემადგენლობა გაიზარდა, რათა დრონების დარტყმებისგან ქვეითი ჯარების და ზურგის ობიექტების დაცვა უფრო ეფექტური გახდეს
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე დაცვის ეშელონი დაემატა, განაცხადა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა ანდრეი მორდვიჩევმა.
მთავარსარდლის თქმით, საჰაერო თავდაცვის ნაწილების და შენაერთების საბრძოლო შემადგენლობა გაიზარდა, რათა დრონების დარტყმებისგან ქვეითი ჯარების და ზურგის ობიექტების დაცვა უფრო ეფექტური გახდეს.
„ამან შესაძლებელი გახადა საჰაერო თავდაცვის სისტემაში დაცვის დამატებითი ეშელონის შექმნა უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე“, — აღნიშნა სარდალმა გაზეთ „კრასნაია ზვეზდასთან“ ინტერვიუში.
მან ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ქვედანაყოფებისა და შენაერთების ფორმირებასა და მათ აღჭურვას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მორდვიჩევმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას განსაკუთრებით მაღალი შედეგებით გამოირჩევა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300V4, „ბუკ-M3“ და „ტორ-M2“.
მცირე სიმაღლეზე მოულოდნელად გამოვლენილი სამიზნეების განადგურებისას კარგი შედეგები აჩვენა გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა „ვერბამ“. გარდა ამისა, როგორც მეთაურმა დასძინა, უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებაში მნიშვნელოვანი წვლილი დრონების საწინააღმდეგო ქვედანაყოფებს და მობილურ საცეცხლე ჯგუფებს შეაქვთ.
მორდვიჩევმა ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის ეშელონირებულ სისტემაში სხვადასხვა საშუალების კომპლექსური გამოყენება შესაძლებელს ხდის „მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის ყველა საშუალების“ განადგურებას, მათ შორის: ოპერატიულ-ტაქტიკური, ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებისა და სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების.