https://sputnik-georgia.com/20261001/ruset-ukrainis-konfliqti-300952507.html
კალინინგრადის ბირთვული დაცვა – გაწონასწორებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
კალინინგრადის ბირთვული დაცვა – გაწონასწორებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
Sputnik საქართველო
მოსკოვმა ცივი ომის დროიდან პირველად ოფიციალური ნოტით გააფრთხილა ბრიუსელი, რომ, რუსეთის ბალტიისპირა ექსკლავის — კალინინგრადის ოლქის — საზღვაო ან საჰაერო... 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T15:40+0400
2026-10-01T15:40+0400
2026-10-03T15:40+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1c/298900716_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1f9b0114d5cee3f5c802f9f506da1452.jpg
მოსკოვმა ცივი ომის დროიდან პირველად ოფიციალური ნოტით გააფრთხილა ბრიუსელი, რომ, რუსეთის ბალტიისპირა ექსკლავის — კალინინგრადის ოლქის — საზღვაო ან საჰაერო ბლოკადის შემთხვევაში, მზად არის დაუყოვნებლივ გამოიყენოს ბირთვული იარაღი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე,.რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომში დამარცხებასთან სიახლოვე, ნატოს ევროპულ ქვეყნებს ბალტიის რეგიონში სრულ უგუნურებისკენ უბიძგებს. რუსეთის ბირთვული გაფრთხილება არის გაწონასწორებული, ცივი, ფაქტობრივად მიღებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. დროული, აუცილებელი და საკმარისი ევროპის გამოსაფხიზლებლად.ყველა დიპლომატიური ნოტა არ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა 30 სექტემბერს მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად ციტირებდნენ რუსეთის მკაცრ გაფრთხილებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი. მოსკოვმა ნატო დაადანაშაულა „საშიშ და უგუნურ კურსში“, რომელსაც მოჰყვება „პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაღალი რისკი“ და დაუყოვნებლივი „რუსეთის დარტყმები ალიანსის წევრ სახელმწიფოებში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“.სააგენტო Reuters: დასავლეთი დიდი ხანია, ცდილობს ბალტიის რეგიონში წარუმატებელი „უკრაინული პროექტის“ გარკვეული „საპირწონე“ შექმნას.ევროპელმა მაღალჩინოსანმა ვითარებას სერიოზული უწოდა და ხაზი გაუსვა: ეს ცივი ომის დროიდან პირველი მსგავსი შემთხვევაა. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ალიანსმა მიიღო რუსეთის გაფრთხილება, კალინინგრადის ოლქის ბლოკადის შემთხვევაში, შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ. რუსეთის დოკუმენტზე პასუხად ნატომ განაცხადა: არც ერთი სწავლება „საფრთხეს არ უქმნის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას“. და ეს არის „თავის მართლების საცოდავი ბოდვა“.ალიანსის ჯარები, მრავალსერიული სამხედრო სწავლებების დროს, წლების განმავლობაში ამუშავებენ კალინინგრადის ოლქის „იზოლაციას“. სულ ახლახან, აშშ-ის საჰაერო ძალების ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი EA-37B Compass Call კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან ასრულებდა ფრენებს აშშ-ის არმიის სადაზვერვო თვითმფრინავ ARTEMIS II-სა და ნატოს საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავ E-3A-სთან (AWACS) ურთიერთქმედებით. 21 აგვისტოს მიზნები და ამოცანები ჟურნალმა Military Watch-მა გაამჟღავნა: „უახლესი ამერიკული ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი კალინინგრადში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ განლაგდა“. არც მეტი, არც ნაკლები...მანამდე ლიეტუვის, პოლონეთისა და საფრანგეთის ჯარები სუვალკის დერეფნის რაიონში ჩატარებულ სწავლებებზე ამუშავებდნენ „სწრაფი რეაგირების“ ან აღმოსავლეთიდან რუსეთის გუსევის, ჩერნიახოვსკისა და კალინინგრადის გარნიზონებზე შეტევის სცენარს. პოლონეთის არმიის ქვედანაყოფების ფართომასშტაბიანი გადაყვანა კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ვარმია-მაზურის სავოევოდოში მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა. მანევრებს („მამაცი ტახი“, „ქარვის დამცველი“, „უსაფრთხო პოდლასიე“) განსაკუთრებული საიდუმლოება ახლდა.პოლონეთი ფარულად და აშკარად ოცნებობს „პეტერბურგზე დარტყმებსა“ და კალინინგრადის „ხელში ჩაგდებაზე“. ეს ჟურნალისტების ფანტაზიები არ არის. სტრატეგიული ჩანაფიქრი მანამდე ზოგადად ჩამოაყალიბა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა (ლიეტუვის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა) Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში: ბალტიისპირეთის ჯარები მზად არიან, „გაარღვიონ გზა პატარა ციხესიმაგრე კალინინგრადში“ და „მიწასთან გაასწორონ“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო კომპლექსები. გვახსენდება ასევე ლუფტვაფეს მეთაურის, ჰოლგერ ნოიმანის, არცთუ დიდი ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ გერმანია მზად არის რუსეთთან საბრძოლველად „თუნდაც დღეს საღამოს“ (Drang nach Osten). სხვათა შორის, გენერალმა ნოიმანმა ბრძოლის სავარაუდო რაიონებიც დაასახელა — კალინინგრადი და სანქტ-პეტერბურგი.ამასთან, სინამდვილეში ანტირუსული კურსი სულ უფრო ძვირი ჯდება. „უკრაინული პროექტი“ ჩაძირვის პირას მყოფი ევროპის კისერზე ჩამოკიდებულ ლოდად იქცა — კიევის სამხედრო ხარჯები 2026 წელს 155 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ეს დასავლელი გადასახადის გადამხდელების ფულია. ნატოს ქვეყნებში ეკონომიკა ციებ-ცხელებაშია, იზრდება შიდაპოლიტიკური ტურბულენტობა. ჩამქრალი დასავლური „ჰეგემონიის“ პრობლემების გადაჭრა რუსეთის რესურსების ხარჯზე არ ხერხდება.ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 30 სექტემბერს ნატოს ქვეყნებს რუსეთისთვის სერიოზული გაფრთხილების გაკეთებისკენ მოუწოდა. თუმცა, მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ თავშეკავებას საზღვრები აქვს, ხოლო ევროპაში მდებარე ქარხნები, რომლებიც უკრაინისთვის იარაღს აწარმოებენ, რუსეთისთვის კანონიერ სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენენ.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 30 სექტემბერს განაცხადა: მან ასევე დაამატა: „ევროპის ქვეყნები უშუალოდ არიან ჩართული უკრაინის კონფლიქტში. ისინი, უბრალოდ, დახმარებას კი არ უწევენ. იარაღის ქარხნებისა და ერთობლივი საწარმოების გახსნით, ისინი მასში სრულად მონაწილეობენ. ეს კი მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტის მოგვარებას და არ აახლოებს მას“.რუსეთი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები უფრო სწრაფად დაასრულოს — გამარჯვებითა და მტკიცე მშვიდობის მიღწევით. ამისათვის მოსკოვს აქვს პოლიტიკური ნება, ძალები და საშუალებები. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch-მა შეშფოთებით განაცხადა: „რუსეთი 2027 წელს თავდაცვის ხარჯების 202,6 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია, ვიდრე 2026 წლისთვის თავდაპირველად გამოყოფილი თანხები. დაგეგმილი დაფინანსება 30 წელზე მეტი ხნის პერიოდის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მაღალ დონეს მიაღწევს“.რუსეთი თავდაჯერებულად და მეთოდურად ანადგურებს თავად უკრაინის არმიის არსებობის საფუძველს — ნატოს ლოგისტიკას, მძიმე მრეწველობას, საზღვაო პორტებს, ენერგეტიკას, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ბოევიკ-ბანდეროველთა რაზმებს. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისაც კი ესმის და აცხადებს: „რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ დამარცხდება“. აშშ-ის ინტერესებშია რუსეთთან მშვიდობის მიღწევა, თუნდაც ევროკავშირისა და უკრაინის საზიანოდ. როგორც იტყვიან, ჯერ ტავო და თავო — ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამორიცხა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები ნატოს მომავლის განხილვის სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც ოქტომბერში პოლონეთში დაგეგმილ შეხვედრაზე შეიკრიბება. და ეს პირველი ზარი არ არის.ნატოს ევროპული ქვეყნებისთვის უკრაინაში პროქსი-ომი ჩიხია, რომელშიც დასავლელი სტრატეგები ვერ ახერხებენ არჩევანის გაკეთებას მოახლოებულ დამარცხებასა და სავარაუდო განადგურებას შორის. მესამე ვარიანტი მათ არ ეძლევათ. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციით შეუქცევადად აყალიბებს მტკიცე მრავალპოლარულ სამყაროს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების საფუძველზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1c/298900716_102:0:1542:1080_1920x0_80_0_0_e4c8957bd9ae382ee8983d03b041ef9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიმოხილვები
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიმოხილვები
მოსკოვმა ცივი ომის დროიდან პირველად ოფიციალური ნოტით გააფრთხილა ბრიუსელი, რომ, რუსეთის ბალტიისპირა ექსკლავის — კალინინგრადის ოლქის — საზღვაო ან საჰაერო ბლოკადის შემთხვევაში, მზად არის დაუყოვნებლივ გამოიყენოს ბირთვული იარაღი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე,.
რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომში დამარცხებასთან სიახლოვე, ნატოს ევროპულ ქვეყნებს ბალტიის რეგიონში სრულ უგუნურებისკენ უბიძგებს. რუსეთის ბირთვული გაფრთხილება არის გაწონასწორებული, ცივი, ფაქტობრივად მიღებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. დროული, აუცილებელი და საკმარისი ევროპის გამოსაფხიზლებლად.
ყველა დიპლომატიური ნოტა არ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა 30 სექტემბერს მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად ციტირებდნენ რუსეთის მკაცრ გაფრთხილებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი. მოსკოვმა ნატო დაადანაშაულა „საშიშ და უგუნურ კურსში“, რომელსაც მოჰყვება „პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაღალი რისკი“ და დაუყოვნებლივი „რუსეთის დარტყმები ალიანსის წევრ სახელმწიფოებში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“.
„რუსეთი მზად იქნება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალებისა და შესაძლებლობების მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატოს ქვეყნები რაიმე მცდელობას განახორციელებენ, რომელიც კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლაციისკენ იქნება მიმართული“.
დასავლეთი დიდი ხანია, ცდილობს ბალტიის რეგიონში წარუმატებელი „უკრაინული პროექტის“ გარკვეული „საპირწონე“ შექმნას.
ევროპელმა მაღალჩინოსანმა ვითარებას სერიოზული უწოდა და ხაზი გაუსვა: ეს ცივი ომის დროიდან პირველი მსგავსი შემთხვევაა. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ალიანსმა მიიღო რუსეთის გაფრთხილება, კალინინგრადის ოლქის ბლოკადის შემთხვევაში, შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ. რუსეთის დოკუმენტზე პასუხად ნატომ განაცხადა: არც ერთი სწავლება „საფრთხეს არ უქმნის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას“. და ეს არის „თავის მართლების საცოდავი ბოდვა“.
ალიანსის ჯარები, მრავალსერიული სამხედრო სწავლებების დროს, წლების განმავლობაში ამუშავებენ კალინინგრადის ოლქის „იზოლაციას“. სულ ახლახან, აშშ-ის საჰაერო ძალების ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი EA-37B Compass Call კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან ასრულებდა ფრენებს აშშ-ის არმიის სადაზვერვო თვითმფრინავ ARTEMIS II-სა და ნატოს საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავ E-3A-სთან (AWACS) ურთიერთქმედებით. 21 აგვისტოს მიზნები და ამოცანები ჟურნალმა Military Watch-მა გაამჟღავნა: „უახლესი ამერიკული ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი კალინინგრადში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ განლაგდა“. არც მეტი, არც ნაკლები...
მანამდე ლიეტუვის, პოლონეთისა და საფრანგეთის ჯარები სუვალკის დერეფნის რაიონში ჩატარებულ სწავლებებზე ამუშავებდნენ „სწრაფი რეაგირების“ ან აღმოსავლეთიდან რუსეთის გუსევის, ჩერნიახოვსკისა და კალინინგრადის გარნიზონებზე შეტევის სცენარს. პოლონეთის არმიის ქვედანაყოფების ფართომასშტაბიანი გადაყვანა კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ვარმია-მაზურის სავოევოდოში მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა. მანევრებს („მამაცი ტახი“, „ქარვის დამცველი“, „უსაფრთხო პოდლასიე“) განსაკუთრებული საიდუმლოება ახლდა.
პოლონეთი ფარულად და აშკარად ოცნებობს „პეტერბურგზე დარტყმებსა“ და კალინინგრადის „ხელში ჩაგდებაზე“. ეს ჟურნალისტების ფანტაზიები არ არის. სტრატეგიული ჩანაფიქრი მანამდე ზოგადად ჩამოაყალიბა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა (ლიეტუვის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა) Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში: ბალტიისპირეთის ჯარები მზად არიან, „გაარღვიონ გზა პატარა ციხესიმაგრე კალინინგრადში“ და „მიწასთან გაასწორონ“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო კომპლექსები. გვახსენდება ასევე ლუფტვაფეს მეთაურის, ჰოლგერ ნოიმანის, არცთუ დიდი ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ გერმანია მზად არის რუსეთთან საბრძოლველად „თუნდაც დღეს საღამოს“ (Drang nach Osten). სხვათა შორის, გენერალმა ნოიმანმა ბრძოლის სავარაუდო რაიონებიც დაასახელა — კალინინგრადი და სანქტ-პეტერბურგი.
ამასთან, სინამდვილეში ანტირუსული კურსი სულ უფრო ძვირი ჯდება. „უკრაინული პროექტი“ ჩაძირვის პირას მყოფი ევროპის კისერზე ჩამოკიდებულ ლოდად იქცა — კიევის სამხედრო ხარჯები 2026 წელს 155 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ეს დასავლელი გადასახადის გადამხდელების ფულია. ნატოს ქვეყნებში ეკონომიკა ციებ-ცხელებაშია, იზრდება შიდაპოლიტიკური ტურბულენტობა. ჩამქრალი დასავლური „ჰეგემონიის“ პრობლემების გადაჭრა რუსეთის რესურსების ხარჯზე არ ხერხდება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 30 სექტემბერს ნატოს ქვეყნებს რუსეთისთვის სერიოზული გაფრთხილების გაკეთებისკენ მოუწოდა. თუმცა, მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ თავშეკავებას საზღვრები აქვს, ხოლო ევროპაში მდებარე ქარხნები, რომლებიც უკრაინისთვის იარაღს აწარმოებენ, რუსეთისთვის კანონიერ სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 30 სექტემბერს განაცხადა:
„არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სამხედრო ქარხნები, რომლებიც კიევის რეჟიმისთვის იარაღს აწარმოებენ, უსაფრთხოდ იქნებიან“.
მან ასევე დაამატა: „ევროპის ქვეყნები უშუალოდ არიან ჩართული უკრაინის კონფლიქტში. ისინი, უბრალოდ, დახმარებას კი არ უწევენ. იარაღის ქარხნებისა და ერთობლივი საწარმოების გახსნით, ისინი მასში სრულად მონაწილეობენ. ეს კი მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტის მოგვარებას და არ აახლოებს მას“.
რუსეთი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები უფრო სწრაფად დაასრულოს — გამარჯვებითა და მტკიცე მშვიდობის მიღწევით. ამისათვის მოსკოვს აქვს პოლიტიკური ნება, ძალები და საშუალებები. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch-მა შეშფოთებით განაცხადა: „რუსეთი 2027 წელს თავდაცვის ხარჯების 202,6 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია, ვიდრე 2026 წლისთვის თავდაპირველად გამოყოფილი თანხები. დაგეგმილი დაფინანსება 30 წელზე მეტი ხნის პერიოდის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მაღალ დონეს მიაღწევს“.
რუსეთი თავდაჯერებულად და მეთოდურად ანადგურებს თავად უკრაინის არმიის არსებობის საფუძველს — ნატოს ლოგისტიკას, მძიმე მრეწველობას, საზღვაო პორტებს, ენერგეტიკას, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ბოევიკ-ბანდეროველთა რაზმებს. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისაც კი ესმის და აცხადებს: „რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ დამარცხდება“. აშშ-ის ინტერესებშია რუსეთთან მშვიდობის მიღწევა, თუნდაც ევროკავშირისა და უკრაინის საზიანოდ. როგორც იტყვიან, ჯერ ტავო და თავო — ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამორიცხა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები ნატოს მომავლის განხილვის სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც ოქტომბერში პოლონეთში დაგეგმილ შეხვედრაზე შეიკრიბება. და ეს პირველი ზარი არ არის.
ნატოს ევროპული ქვეყნებისთვის უკრაინაში პროქსი-ომი ჩიხია, რომელშიც დასავლელი სტრატეგები ვერ ახერხებენ არჩევანის გაკეთებას მოახლოებულ დამარცხებასა და სავარაუდო განადგურებას შორის. მესამე ვარიანტი მათ არ ეძლევათ. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციით შეუქცევადად აყალიბებს მტკიცე მრავალპოლარულ სამყაროს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების საფუძველზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე