რეგიონებში ვალუტის გადამცვლელი უკანონო პუნქტები გამოავლინეს - დაკავებილია ცხრა პირი

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლა
ვალუტის გაცვლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს, დაკავებულია 9 პირი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კიდევ 16 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არის დაწყებული.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356.000 ლარს აღემატება
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ", -აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს
უწყების ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0