https://sputnik-georgia.com/20261001/imeretsi-rzis-produqtebis-aralegaluri-sawarmo-gamoavlines-300917817.html
იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T18:05+0400
2026-10-01T18:05+0400
2026-10-01T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417592_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6858b25ee24e35e4f9cafd8beb5e0fc2.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ნიკეას ქუჩა N19) და წყალტუბოს სოფელ მაღლაკში (მე-3 ქუჩა N72) ინდივიდუალური მეწარმეების კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417592_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_1b311ff64d16654653fea09b3bb9dc88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
უწყების ცნობით, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ნიკეას ქუჩა N19) და წყალტუბოს სოფელ მაღლაკში (მე-3 ქუჩა N72) ინდივიდუალური მეწარმეების კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.