https://sputnik-georgia.com/20261001/britanetma-saqartvelos-otxi-moqalaqe-daasanqcira-300913681.html
ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის მთავარი პრეტენზია აღნიშნული ოთხი პირის მიმართ მათ მიერ დონეცკში განხორციელებულ ვიზიტს უკავშირდება. 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T16:31+0400
2026-10-01T16:31+0400
2026-10-01T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266951470_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_4a96cc7c30ec1b10e9001baa0b7b9f59.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.სიაში მოხვდნენ: პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია; მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელი გიორგი ირემაძე; ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძე და პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი პაატა აბულაძე.სანქციები დაწესების მიზეზად დასახელდა აღნიშნული პირების მიერ „ისეთი პოლიტიკის ან ქმედებების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რაც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს, ასევე ხელყოფს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა თუ დამოუკიდებლობას“.დიდი ბრიტანეთის მთავარი პრეტენზია აღნიშნული ოთხი პირის მიმართ მათ მიერ დონეცკში განხორციელებულ ვიზიტს უკავშირდება.საქართველოს მთავრობას სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.ჯამში, დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში საქართველოს 13 მოქალაქე და ორი კომპანიაა — „იმედი“ და PosTV. მათი უმრავლესობა მაღალი რანგის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266951470_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_021e26602ade31c7c0f17f0feef68049.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთის მთავარი პრეტენზია აღნიშნული ოთხი პირის მიმართ მათ მიერ დონეცკში განხორციელებულ ვიზიტს უკავშირდება.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სიაში მოხვდნენ: პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია; მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელი გიორგი ირემაძე; ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძე და პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი პაატა აბულაძე.
სანქციები დაწესების მიზეზად დასახელდა აღნიშნული პირების მიერ „ისეთი პოლიტიკის ან ქმედებების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რაც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს, ასევე ხელყოფს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა თუ დამოუკიდებლობას“.
დიდი ბრიტანეთის მთავარი პრეტენზია აღნიშნული ოთხი პირის მიმართ მათ მიერ დონეცკში განხორციელებულ ვიზიტს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობას სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯამში, დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში საქართველოს 13 მოქალაქე და ორი კომპანიაა — „იმედი“ და PosTV. მათი უმრავლესობა მაღალი რანგის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.