https://sputnik-georgia.com/20261001/bankis-cikluri-shemadgeneli-ucvleli-darcha-300902609.html
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
აგვისტოს მდგომარეობით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14,8% შეადგინა 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T09:35+0400
2026-10-01T09:35+0400
2026-10-01T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459223_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_90b54774380c6744caeafc4f031f0dea.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელად, 1%-ის დონეზე დატოვა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება. ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.კომიტეტის თვალსაზრისით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.„2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14,8% შეადგინა, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების ზრდამ შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459223_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_d59baf63304f6c8980756bc1fd37fea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
აგვისტოს მდგომარეობით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14,8% შეადგინა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელად, 1%-ის დონეზე დატოვა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება. ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.
„2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მშპ-თან ფარდობა კვლავ მისი გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთაა, შესაბამისად, საკრედიტო გაპი უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი კიდევ უფრო გაიზარდა. კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ეტაპობრივი ნორმალიზების პირობებში, სესხების მშპ-თან ფარდობა დროთა განმავლობაში მის გრძელვადიან დონეს დაუახლოვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტის თვალსაზრისით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
„2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14,8% შეადგინა, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების ზრდამ შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.