მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: ზელენსკის განცხადებები დაზავების მზადყოფნის შესახებ ფუჭი სიტყვებია

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ზელენსკის მხოლოდ შესვენება სჭირდება, რათა შეავსოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ ფუჭი სიტყვებია – საქმეში უკრაინის ლიდერს შესვენება სჭირდება დანაკარგების შესავსებად და კონფლიქტის ესკალაციისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში განაგრძო ფუჭი განცხადებების ფრქვევა უკრაინის ვითომდა მზადყოფნის შესახებ ცეცხლის დაუყოვნებლივ, როგორც მან თქვა, და წინაპირობების გარეშე შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა დიპლომატმა ბრიფინგზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სინამდვილეში კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის განცხადებებს „არაფერი აქვს საერთო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ჭეშმარიტ სწრაფვასთან“.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ზელენსკის მხოლოდ შესვენება სჭირდება, რათა შეავსოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში, შემდეგ კი, საბრძოლო მოქმედებების განახლებით, კონფლიქტის ესკალაციაზე წავიდეს.
ზახაროვამ დასძინა, რომ კიევის მხრიდან მშვიდობისკენ სწრაფვის არარსებობაზე მეტყველებს მისი და მისი დასავლელი სპონსორების მცდელობებიც, „წყლის ზედაპირზე შეინარჩუნონ ყირიმის საკითხი“ – ეს ასევე მიუთითებს მკაფიო მიზანმიმართულებაზე კონფრონტაციისკენ, აღნიშნა დიპლომატმა.
ყველა ახალი ამბავი
0