სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0