თბილისში ლიფტი ჩაწყდა - არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliლიფტის შახტი
ლიფტის შახტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
დაშავებული 6 ადამიანი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnk. სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მომხდარის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ლიფტიდან ექვსივე ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).
ყველა ახალი ამბავი
0