https://sputnik-georgia.com/20260930/samxaradze-iranis-elchs-gamoexmaure-300887136.html
ირანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური პროტოკოლი შეახსენეს
ირანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური პროტოკოლი შეახსენეს
Sputnik საქართველო
განცხადების მიზეზი გახდა ირანის ელჩის პუბლიკაცია საელჩოს შენობის ფასადის ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათების შესახებ. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T18:24+0400
2026-09-30T18:24+0400
2026-09-30T18:24+0400
საქართველო
ირანი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288449641_0:198:2048:1350_1920x0_80_0_0_e0d7151861d1088e8b6cf25e8e1462e6.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ირანის ელჩი დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში უნდა დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. ასე გამოეხმაურა დეპუტატი საქართველოში ირანის ელჩ სეიედ ალი მოჯანის პუბლიკაციას თბილისში ირანის საელჩოს შენობის ფასადის ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათების შესახებ. ელჩმა ამას ისტორიული მეხსიერების სიმბოლო უწოდა და ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ქეთევანის ისტორიის კვლევის მომზადების შესახებ განაცხადა. მოჯანიმ აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიული მოვლენების ხელახალი გააზრება საქართველოსა და ირანს ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაეხმარება.სამხარაძის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებით. დეპუტატმა ასევე მოუწოდა ელჩს, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა საქართველოსა და ირანს შორის ნორმალური ურთიერთობები შენარჩუნდეს.ისტორიული წყაროების თანახმად, 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა კახეთის დედოფალი. ქეთევან დედოფალმა ტყვეობაში ათი წელი გაატარა, სადაც სარწმუნოების შეცვლას აიძულებდნენ, თუმცა, იგი სულიერად ვერ გატეხეს. ქეთევან დედოფალი წამებით გარდაიცვალა.საქართველო და ირანი საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. თბილისი თეირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს. თანამდებობის დაკავების შემდეგ, საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძველ დონეზე დარჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. საქართველო და ირანი პრაქტიკულად არ აწარმოებენ სავაჭრო ურთიერთობებს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს ქვეყნებმა 291 მილიონი დოლარის ივაჭრეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288449641_240:186:2048:1542_1920x0_80_0_0_b81e4d2d16681a1a1d344b10cdf39945.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ირანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური პროტოკოლი შეახსენეს
განცხადების მიზეზი გახდა ირანის ელჩის პუბლიკაცია საელჩოს შენობის ფასადის ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათების შესახებ.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ირანის ელჩი დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში უნდა დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი საქართველოში ირანის ელჩ სეიედ ალი მოჯანის პუბლიკაციას თბილისში ირანის საელჩოს შენობის ფასადის ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათების შესახებ. ელჩმა ამას ისტორიული მეხსიერების სიმბოლო უწოდა და ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ქეთევანის ისტორიის კვლევის მომზადების შესახებ განაცხადა. მოჯანიმ აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიული მოვლენების ხელახალი გააზრება საქართველოსა და ირანს ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
სამხარაძის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებით.
„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის", - განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატმა ასევე მოუწოდა ელჩს, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა საქართველოსა და ირანს შორის ნორმალური ურთიერთობები შენარჩუნდეს.
ისტორიული წყაროების თანახმად, 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა კახეთის დედოფალი. ქეთევან დედოფალმა ტყვეობაში ათი წელი გაატარა, სადაც სარწმუნოების შეცვლას აიძულებდნენ, თუმცა, იგი სულიერად ვერ გატეხეს. ქეთევან დედოფალი წამებით გარდაიცვალა.
საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. თბილისი თეირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს.
თანამდებობის დაკავების შემდეგ, საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძველ დონეზე დარჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
საქართველო და ირანი პრაქტიკულად არ აწარმოებენ სავაჭრო ურთიერთობებს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს ქვეყნებმა 291 მილიონი დოლარის ივაჭრეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.