https://sputnik-georgia.com/20260930/rusetma-3-dasaxlebuli-punqti-gaatavisupla-300900491.html
რუსეთის თავდაცვის უწყებამ 3 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა
რუსეთის თავდაცვის უწყებამ 3 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა
Sputnik საქართველო
ერთ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაჯგუფება „სევერის“ პასუხისმგებლობის ზონაში 340-ზე მეტი მებრძოლი, სამი ჯავშანმანქანა და 25 ავტომობილი დაკარგეს... 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T19:44+0400
2026-09-30T19:44+0400
2026-09-30T19:44+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1b/294303917_0:14:1172:673_1920x0_80_0_0_35ba8baf46547001f7b177ae95c6222e.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სამხედროებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.უწყების ცნობით, „სევერის" დაჯგუფება ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ალყაში მოქცევას აგრძელებს, რაც გარე კონტროლის ზონას აფართოებს. შედეგად, ალყისგან დასახლებული პუნქტი შაბელნოე გათავისუფლდა.„ალყის რგოლში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი შაბელნოე“, – ნათქვამია განცხადებაში.რუსეთის თავდაცვის უწყებაში დასძინეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მიერ ალყის გარღვევის ყველა მცდელობა აღკვეთილია, ხოლო ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე პრიკოლოტნოესთვის ბრძოლები გრძელდება.გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფება „სევერის" ქვედანაყოფებმა სუმის ოლქში ტოლსტოდუბოვო გაათავისუფლეს: მოიერიშეები დასახლებულ პუნქტში გამაგრდნენ და არტილერიის ცეცხლის კორექტირებას ახდენდნენ, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის მოძრაობის მარშრუტებს ავლენდნენ და სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებდნენ. უკრაინული საყრდენი პუნქტების გაწმენდისას, მათივე მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით მიტოვებული იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა აღმოაჩინეს.მთლიანობაში, როგორც თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, ერთ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „სევერის“ პასუხისმგებლობის ზონაში 340-ზე მეტი მებრძოლი, სამი ჯავშანმანქანა და 25 ავტომობილი დაკარგეს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1b/294303917_128:0:1044:687_1920x0_80_0_0_2c7538abc189610756a17d7bc1dda642.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის თავდაცვის უწყებამ 3 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა
ერთ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაჯგუფება „სევერის“ პასუხისმგებლობის ზონაში 340-ზე მეტი მებრძოლი, სამი ჯავშანმანქანა და 25 ავტომობილი დაკარგეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სამხედროებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, „სევერის" დაჯგუფება ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ალყაში მოქცევას აგრძელებს, რაც გარე კონტროლის ზონას აფართოებს. შედეგად, ალყისგან დასახლებული პუნქტი შაბელნოე გათავისუფლდა.
„ალყის რგოლში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი შაბელნოე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში დასძინეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მიერ ალყის გარღვევის ყველა მცდელობა აღკვეთილია, ხოლო ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე პრიკოლოტნოესთვის ბრძოლები გრძელდება.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფება „სევერის" ქვედანაყოფებმა სუმის ოლქში ტოლსტოდუბოვო გაათავისუფლეს: მოიერიშეები დასახლებულ პუნქტში გამაგრდნენ და არტილერიის ცეცხლის კორექტირებას ახდენდნენ, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის მოძრაობის მარშრუტებს ავლენდნენ და სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებდნენ. უკრაინული საყრდენი პუნქტების გაწმენდისას, მათივე მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით მიტოვებული იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა აღმოაჩინეს.
მთლიანობაში, როგორც თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, ერთ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „სევერის“ პასუხისმგებლობის ზონაში 340-ზე მეტი მებრძოლი, სამი ჯავშანმანქანა და 25 ავტომობილი დაკარგეს.