https://sputnik-georgia.com/20260930/rogor-midis-agmosavlet-dasavletis-magistralis-mshenebloba-300883956.html
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა: მინისტრის განმარტება
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T18:00+0400
2026-09-30T18:00+0400
2026-09-30T18:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ევროპა
საფრანგეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_0:0:624:352_1920x0_80_0_0_400d7bb185309103755004617ebb4d31.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო აგრძელებს აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის ქართული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, რათა გააძლიეროს თავისი, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოხვლისას.აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.მინისტრის თქმით, უკვე დასრულდა დაახლოებით 325 კილომეტრი საერთო სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა.უახლოეს პერიოდში იგეგმება ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალისა და თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. მიმართულება წითელი ხიდი–თბილისი–სარფი, შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ქსელში. საქართველოში მისი მშენებლობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსდება.„მომდევნო ათწლეულის პროგრამა კი დაახლოებით 460 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზის განვითარებასა და არსებული ქსელის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით", - განაცხადა სოხაძემ.სოხაძემ ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, პროექტების მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რეალისტურ ფასწარმოქმნასა და სამუშაოების ხარისხის კონტროლზე.მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის — პროექტირების, მშენებლობის, ტექნოლოგიების, ზედამხედველობისა და გზების მართვის მიმართულებით.„გვინდა, გამოცდილმა პარტნიორებმა და ინვესტორებმა კარგად დაინახონ, რა პროექტებს ვამზადებთ, როგორ ვითარდება საქართველო და სად შეიძლება კონკრეტული თანამშრომლობა”, — განაცხადა სოხაძემ.საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული9 კონგრესი თბილისში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიების მთავარი თემაა - ევროპის და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, „ჭკვიანი" და უსაფრთხო გზებით. მონაწილეები განიხილავენ საგზაო უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დაფინანსებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და რეგიონულ თანამშრომლობას.
საქართველო
ევროპა
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_16:0:603:440_1920x0_80_0_0_6f95e72df03e19c837921dc2cd1ea2c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროპა, საფრანგეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროპა, საფრანგეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა: მინისტრის განმარტება
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო აგრძელებს აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის ქართული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, რათა გააძლიეროს თავისი, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოხვლისას.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
„აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განვითარება ამცირებს გადაადგილების დროსა და ლოგისტიკურ ხარჯებს, აუმჯობესებს საქართველოს რეგიონებს შორის კავშირს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“, - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, უკვე დასრულდა დაახლოებით 325 კილომეტრი საერთო სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალისა და თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. მიმართულება წითელი ხიდი–თბილისი–სარფი, შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ქსელში. საქართველოში მისი მშენებლობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსდება.
„მომდევნო ათწლეულის პროგრამა კი დაახლოებით 460 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზის განვითარებასა და არსებული ქსელის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით", - განაცხადა სოხაძემ.
სოხაძემ ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, პროექტების მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რეალისტურ ფასწარმოქმნასა და სამუშაოების ხარისხის კონტროლზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის — პროექტირების, მშენებლობის, ტექნოლოგიების, ზედამხედველობისა და გზების მართვის მიმართულებით.
„გვინდა, გამოცდილმა პარტნიორებმა და ინვესტორებმა კარგად დაინახონ, რა პროექტებს ვამზადებთ, როგორ ვითარდება საქართველო და სად შეიძლება კონკრეტული თანამშრომლობა”, — განაცხადა სოხაძემ.
საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული9 კონგრესი თბილისში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიების მთავარი თემაა - ევროპის და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, „ჭკვიანი" და უსაფრთხო გზებით.
მონაწილეები განიხილავენ საგზაო უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დაფინანსებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და რეგიონულ თანამშრომლობას.