https://sputnik-georgia.com/20260930/rogor-arian-liptis-chavardnis-shedegad-dashavebulebi-300884158.html
„ლიფტი მეათე სართულიდან ჩაწყდა“: თბილისში მომხდარ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
„ლიფტი მეათე სართულიდან ჩაწყდა“: თბილისში მომხდარ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T14:24+0400
2026-09-30T14:24+0400
2026-09-30T14:24+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23791/51/237915166_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a6e6647d1fa78ed435c4d7e1af4faf1c.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სანზონაში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად კლინიკებში მოთავსებული დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაეწერა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. 29 სექტემბრის გვიან ღამით სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, მომხდარის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ხუთი მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტი მეათე სართულზე ჩაწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა. მედიის ცნობით, დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ: გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23791/51/237915166_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_5a3406bf98b1eeeeecfaf8106dadf8ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
„ლიფტი მეათე სართულიდან ჩაწყდა“: თბილისში მომხდარ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სანზონაში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად კლინიკებში მოთავსებული დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაეწერა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
29 სექტემბრის გვიან ღამით სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, მომხდარის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ხუთი მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტი მეათე სართულზე ჩაწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა.
მედიის ცნობით, დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ:
„ყველა გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, პატარ-პატარა დაბეჟილობები ჰქონდათ, ერთ მუხლზე, მეორეს კი წვივზე“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).