https://sputnik-georgia.com/20260930/ramdenit-gaizarda-saqartvelos-ekonomika-300899109.html
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: აგვისტოს მონაცემები
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,6%-ის ნიშნულზე დადგინდა. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T22:29+0400
2026-09-30T22:29+0400
2026-09-30T22:29+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_0:199:1600:1099_1920x0_80_0_0_d56c28233a6ed2f710243c585a41f588.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,3% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,6%-ის ნიშნულზე დადგინდა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავი ქონება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.ვარდნა დაფიქსირდა სამშენებლო სფეროში.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით?„საქსტატის" დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ 2026 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 24,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 4,3%-ით. გარდა ამისა, ამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6,3 ათასამდე ახალი საწარმო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია.„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 12,1%-ით გაიზარდა და 16,8 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT-სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან და ამასთან დაკავშირებული სერვისების მოცულობის გაფართოებასთან.საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.რაც შეეხება უძრავი სექტორის სფეროს, ზრდა დაკავშირებული იყო მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან. ამასთან გაიზარდა კომერციული არასაცხოვრებელი ფართების იჯარის ტარიფები.მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის სფეროში ზრდა განპირობებულია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებით, ეს ეხება როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობას. გარდა ამისა, გაიზარდა კვების პროდუქტებით, სასმელით, თამბაქოს ნაწარმითა და ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობის მოცულობა.ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განპირობებულია საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით, კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მატებით. შედეგად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_212:168:1591:1202_1920x0_80_0_0_5233bc84919658fb691f5d6d732b5b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: აგვისტოს მონაცემები
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,6%-ის ნიშნულზე დადგინდა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,3% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,6%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავი ქონება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
ვარდნა დაფიქსირდა სამშენებლო სფეროში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
„საქსტატის" დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ 2026 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 24,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 4,3%-ით. გარდა ამისა, ამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6,3 ათასამდე ახალი საწარმო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 12,1%-ით გაიზარდა და 16,8 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება სექტორების მიხედვით ზრდის მიზეზებს, თოდრაძის თქმით, დამამუშავებელ მრეწველობაში ის ძირითადად უკავშირდება ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობების გაფართოებას. ნავთობპროდუქტების წარმოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთის, გაზოილისა და მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. გასულ თვეში აღნიშნული ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა სინგაპურში, ჩინეთში, აშშ-სა და კოტ-დ'ივუარში.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT-სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან და ამასთან დაკავშირებული სერვისების მოცულობის გაფართოებასთან.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
რაც შეეხება უძრავი სექტორის სფეროს, ზრდა დაკავშირებული იყო მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან. ამასთან გაიზარდა კომერციული არასაცხოვრებელი ფართების იჯარის ტარიფები.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის სფეროში ზრდა განპირობებულია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებით, ეს ეხება როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობას. გარდა ამისა, გაიზარდა კვების პროდუქტებით, სასმელით, თამბაქოს ნაწარმითა და ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობის მოცულობა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განპირობებულია საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით, კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მატებით. შედეგად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებლები.