https://sputnik-georgia.com/20260930/qonebis-gadasaxadis-wesshi-cvlilebebi-damtkicda-300894888.html
100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
Sputnik საქართველო
ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T17:00+0400
2026-09-30T17:00+0400
2026-09-30T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია - გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან. ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22,3 მლნ ლარს შეადგენდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან. ფინანსთა სამინისტრომ 2023 წელს გამოაცხადა რეფორმა, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადი აღარ არის დამოკიდებული შემოსავალზე. გარდა ამისა, სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რეფორმის თანახმად, ქონების გადასახადი იქნება დამოკიდებული კომპანიის ან ფიზიკური პირის ქონების ფართობზე, ხოლო თავად ქონების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია - გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან.
კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ერთიანი - 100 ათასი ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის სახით დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ს და არაუმეტეს 1%-ს გადაიხდიან.
ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22,3 მლნ ლარს შეადგენდა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
ამასთან, შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
ფინანსთა სამინისტრომ 2023 წელს გამოაცხადა რეფორმა, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადი აღარ არის დამოკიდებული შემოსავალზე. გარდა ამისა, სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რეფორმის თანახმად, ქონების გადასახადი იქნება დამოკიდებული კომპანიის ან ფიზიკური პირის ქონების ფართობზე, ხოლო თავად ქონების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.