https://sputnik-georgia.com/20260930/mcire-marnebi-sertipicirebis-gadasaxads-ar-gadaixdian-300883322.html
დადგენილება ძალაში შევიდა: მცირე მარნები პროდუქციის სერტიფიცირების საფასურს არ გადაიხდიან
დადგენილება ძალაში შევიდა: მცირე მარნები პროდუქციის სერტიფიცირების საფასურს არ გადაიხდიან
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T23:15+0400
2026-09-30T23:15+0400
2026-09-30T23:15+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23201/12/232011247_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_1aeb100446ab6e37dc4e949906d3f938.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა და გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ძალაში შევიდა.„ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა - 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია და 10 ლარს შეადგენს.მთავრობის ახალი დადგენილებით, მცირე მარნებისთვის ეს მომსახურება უფასოდ განხორციელდება, თუმცა თავად სერტიფიცირების პროცედურის გავლა მათთვის კვლავ სავალდებულო რჩება.მინისტრის თქმით, საფასურის გაუქმება არ ნიშნავს თავად პროცედურის გაუქმებას. ხარისხისა და სტანდარტების კონტროლის მიზნით, მცირე მარნები კვლავ ვალდებული იქნებიან გაიარონ შესაბამისი სერტიფიცირება - მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.როგორც მანამდე მინისტრმა განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით იღებს, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე.უწყების ცნობით, საქართველოში წარმოებული და საქართველოშივე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს უწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, ასევე საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.ახალი წესის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23201/12/232011247_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_a48ce043202e14128da98d8d4c97c19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
დადგენილება ძალაში შევიდა: მცირე მარნები პროდუქციის სერტიფიცირების საფასურს არ გადაიხდიან
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა და გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ძალაში შევიდა.
„ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა - 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია და 10 ლარს შეადგენს.
მთავრობის ახალი დადგენილებით, მცირე მარნებისთვის ეს მომსახურება უფასოდ განხორციელდება, თუმცა თავად სერტიფიცირების პროცედურის გავლა მათთვის კვლავ სავალდებულო რჩება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებზე არ გავრცელდეს. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, საფასურის გაუქმება არ ნიშნავს თავად პროცედურის გაუქმებას. ხარისხისა და სტანდარტების კონტროლის მიზნით, მცირე მარნები კვლავ ვალდებული იქნებიან გაიარონ შესაბამისი სერტიფიცირება - მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.
როგორც მანამდე მინისტრმა განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით იღებს, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე.
უწყების ცნობით, საქართველოში წარმოებული და საქართველოშივე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს უწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, ასევე საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.
ახალი წესის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.