https://sputnik-georgia.com/20260930/iranis-elchi-sagareo-saqmeta-saministroshi-daibares-300898564.html
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Sputnik საქართველო
უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, „რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ... 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T19:00+0400
2026-09-30T19:00+0400
2026-09-30T19:00+0400
საქართველო
ირანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299107411_0:59:1200:734_1920x0_80_0_0_da95b71d6c40556fdb304a494616d180.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - უწყებაში დიპლომატს საქართველოს პოზიცია გააცნეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ირანელმა დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.ღვთისიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, „რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო".ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და „თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან".ისტორიული წყაროების თანახმად, 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა კახეთის დედოფალი. ქეთევან დედოფალმა ტყვეობაში ათი წელი გაატარა, სადაც სარწმუნოების შეცვლას აიძულებდნენ, თუმცა, იგი სულიერად ვერ გატეხეს. ქეთევან დედოფალი წამებით გარდაიცვალა.საქართველო და ირანისაქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. თბილისი თეირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს.თანამდებობის დაკავების შემდეგ, საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძველ დონეზე დარჩება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.საქართველო და ირანი პრაქტიკულად არ აწარმოებენ სავაჭრო ურთიერთობებს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს ქვეყნებმა 291 მილიონი დოლარის ივაჭრეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299107411_73:0:1128:791_1920x0_80_0_0_0e97b3531f9432a2bc5d6103c0d465b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, „რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო".
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - უწყებაში დიპლომატს საქართველოს პოზიცია გააცნეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანელმა დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ღვთისიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, „რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო".
ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და „თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან".
ისტორიული წყაროების თანახმად, 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა კახეთის დედოფალი. ქეთევან დედოფალმა ტყვეობაში ათი წელი გაატარა, სადაც სარწმუნოების შეცვლას აიძულებდნენ, თუმცა, იგი სულიერად ვერ გატეხეს. ქეთევან დედოფალი წამებით გარდაიცვალა.
საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. თბილისი თეირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს.
თანამდებობის დაკავების შემდეგ, საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძველ დონეზე დარჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
საქართველო და ირანი პრაქტიკულად არ აწარმოებენ სავაჭრო ურთიერთობებს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს ქვეყნებმა 291 მილიონი დოლარის ივაჭრეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.