3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიური მზადება გრძელდება

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.
კერძოდ, ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა.
სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოჯისტიკის გუნდმა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. საოლქო საარჩევნო კომისიები კი ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს ცნობით, მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნები
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0